გოგიტა გოგუას მსაჯის შეურაცხყოფისთვის თბილისის "დინამოც" დასჯის

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" შორის, 54-ე წუთზე მატჩის არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ მოედნიდან დინამოელი - გოგიტა გოგუა გააძევა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო სამსახურის კომისიის გადაწყვეტილებით, გოგიტა გოგუა დისკვალიფიცირებულია 2 მატჩით და დაჯარიმებულია 600 ლარით.  

სფფ-ისგან დისკვალიფიკაციისა და ფულადი ჯარიმის გარდა, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველს თავად კლუბიც დაუწესებს სანქციებს. ამის შესახებ ცნობა კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დინამოს" წერილი სფფ-ს

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის, "დილა"-"დინამოს" შეხვედრის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა თბილისის "დინამომ"  თავისი პოზიცია სფფ-ის პრეზიდენტის
სახელზე გაგზავნილ წერილში დააფიქსირა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს

ბატონ დ. სიჭინავას

გაცნობებთ, რომ 22.04.12– ში ეროვნული ჩემპიონატის მატჩის (თბილისის "დინამო" - გორის "დილა") 53- ე წუთზე გაძევებულ იქნა ჩვენი კლუბის ფეხბურთელი გოგიტა გოგუა, მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.

მიგვაჩნია, რომ არბიტრმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ყველანაირ ეთიკურ ნორმას და დასჯადია შესაბამისი ქმედებით.

აგრეთვე გაცნობებთ, რომ კლუბი თავისი მხრიდან აპირებს დამატებითი სანქციების განხორციელებას ფეხბურთელის მიმართ, რათა ამდაგვარი ქმედებები აღარ განმეორდეს ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან.

ამასთანავე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სავარაუდოდ, მეტოქე გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელის მხრიდან მატჩის მსვლელობისას რამოდენიმეჯერ ადგილი ჰქონდა ანალოგიურ ქმედებას, რაც მსაჯის მიერ უყურადღებოდ იქნა დატოვებული.

გთხოვთ განიხილოთ აღნიშნული ინციდენტები და მათი დადასტურების შემთხვევაში მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

დირექტორი

ა. შახოვი

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
სალუქვაძე მაგარი კაცია როგორ უყურებს
იმედია საქართველოში დარჩება ლაშა
goris dila
20:13 25-04-2012
0

სიახლეები პოპულარული