ლევან ფანიაშვილი: კლუბებს ზემოქმედების მოხდენა სურთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ხისტი გადაწყვეტილება რომ მიიღო, "ლელოშიც" ვწერდით - მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილსა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების უფროს მერაბ მალაღურაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს, მათ გასაკეთებელ საქმეს კი ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო კომიტეტი შეითავსებს (იხილეთ ვრცლად).

მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელი აქამდე ლევან ფანიაშვილი გახლდათ და, ალბათ, ლოგიკურია, რომ მომხდართან დაკავშირებით მას კომენტარი ვთხოვეთ.

- თქვენთვის, ალბათ, მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება. რა საუბარი გქონდათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დომენტი სიჭინავასთან?
- ფედერაციის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი ინფორმაცია და მოსაზრებები მაქვს.
ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, დაველოდები მოვლენების განვითარებას. ჭორაობის დაწყებას არ ვაპირებ.

გადწყვეტილება კი ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო. დახლოებით ორი თვე არ ვიყავი აქ, ჯანმრთელობის მხრივ მქონდა პრობლემები. ჩამოვედი თუ არა, ეს ამბავი დამახვედრეს.

- გვითხარით, საკუთარი მოსაზრებები და ინფორმაცია მაქვსო - რა უნდა ვიგულისხმოთ ამაში?
- რა ხდება საერთოდ და რა არის ამ ყველაფრის უკან.

- პრეტენზიები მსაჯების მიმართ - ამ ამბის გამწევი ძალა, ალბათ, ეს უნდა იყოს. თქვენ კმაყოფილი ხართ მსაჯების საქმიანობით?
- ჩვენი მსაჯები ხან კარგად მსაჯობენ, ხან კი აქვთ ხარვეზები. ეს ყველგან ასეა და იმას არ ნიშნავს, რომ მსაჯები, ასე ვთქვათ, პრესსში გავატაროთ. თუ არის პრეტენზიები მსაჯების მიმართ, ეს ფაქტობრივი მასალით უნდა წარმოადგინონ, ზოგადი საუბარი კი დამაჯერებელი ვერ იქნება.

- ფედერაციამ კონკრეტული მატჩების ნუსხა წარმოადგინა, კლუბებს პრეტენზიები აქვთო. მოასწარით ამ პრეტენზიების გაცნობა?
- ამ პრეტენზიებიდან ბევრი აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არის მომენტები, როცა რაღაც-რაღაცები საკამათოა. კლუბებს უნდათ, რომ ზემოქმედება მოახდინონ მსაჯების დანიშვნაზე. ყველგან ასე ხდება, ოღონდაც ხანდახან ზოგი ამას დაუშვებელი მეთოდებით ცდილობს.

- ერთი და იგივე მსაჯები ინიშნებოდნენ ამა თუ იმ გუნდის მატჩებზეო - ასეთი პრეტენზიებიც გაჩნდა...
- მაღალკვალიფიციური მსაჯი ცოტა გვყავს და ამიტომაც ხდებოდა გამეორებები, ოღონდაც იყო შუალედები, გამეორება მიჯრით არ ხდებოდა. როცა ძალიან პრინციპული, ტურის ცენტრალური მატჩია, სწორედ მაღალკვალიფიციური მსაჯი უნდა დაინიშნოს - ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი.

- ფაქტობრივად, გვითხარით, ამ ყველაფრის უკან რაღაც დგასო - მინიშნების გაკეთებაც არ გსურთ?
- მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- მიგაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო პიარზეა გათვლილი?
- ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- უცხოელი მსაჯების მოწვევაზე რა აზრის ხართ? ერთხელ ხომ მოხდა, რომ თასის ფინალს თურქი მსაჯები მოემსახურნენ...
- ამ საკითხზე ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. იმას, რაც მაშინ თურქმა მსაჯებმა გააკეთეს, ჩვენებიც უპრობლემოდ შეძლებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერი საათივით აწყობილი ყოფილა მსაჯთა კოლეგიაში. პრინციპული თამაში ერთ ტურში შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2. ესეც მიჯრით არა. კვალიფიციური მსაჯები თურმე ამდენიც არ გვყოლია. მარტო მსაჯების დანიშვნაა თქვენი საქმე, მათ შეცდომებზე თვალის დახუჭვა, ხელის დაფარება თუ მათ კვალიფიკაციაზე ზრუნვაც?
თემური
15:36 26-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული