მაღალი, ტექნიკური და მებრძოლი თავდამსხმელი გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა. მეტოქის დაცვას მუდამ დაძაბულობაში ამყოფებს და სპეციალისტების ყურადღებაც მიიქცია.
ჩვენი ინფორმაციით, ტუღუშის გადაბირება ქუთაისის "ტორპედოს" სურდა, თუმცა ბექა ისევ ევროპაში წასვლაზე ფიქრობს.
"ქუთაისელებთან მოლაპარაკება მქონდა, მაგრამ სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს. ეს არ მაწყობდა და მოლაპარაკება შევწყვიტეთ.
სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს "კოლხეთიდან" წავალ. სად - ჯერ კიდევ ვფიქრობ. წინადადება
უფრო საინტერესო მიწვევები მაქვს პოლონეთის, უკრაინის, დანიისა და ბელგიის კლუბებიდან. თუმცა მენეჯერი არ მყავს და ჩემს ტრანსფერზე თვითონ მიწევს ფიქრი", - გვითხრა ტუღუშმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"