გორელებს გვერდში დაუდგა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი, რომელმაც "დილაში" საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მრავალი ფეხბურთელი მიიყვანა.
ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე "დილაში" ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ თბილისის "დინამოდან", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან", ზაგრების "დინამოდან", მოსკოვის "ლოკომოტივიდან", ლვოვის "კარპატიდან", უნგრული "დიორ ეტოდან", მახაჩყალის "ანჟიდან", რიგის "სკონტოდან", "ზესტაფონიდან", "ვიტ ჯორჯიადან", ცხინვალის "სპარტაკიდან" და ფოთის "კოლხეთიდან". თუმცა, წინასწარ დაანონსებული ინფორმაცია,
ფინანსურმა მოღონიერებამ და უცხოეთიდან დაბრუნებულმა კვალიფიციურმა მოთამაშეებმა კლუბის მიმართ მაყურებლის ინტერესიც გაზარდა და "დილას" ამბიციებზეც მოახდინა გავლენა. თავიდანვე ითქვა, რომ გორელთა მიზანი 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა, თასისთვის ბრძოლა და ევროთასებზე გასვლა იყო.
როგორც ჩანს, ეს სავსებით რეალური მიზანია - უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გორული კლუბი თასის ფინალში გავიდა და ხუთეულში მოხვედრას ცდილობს.
მაგრამ დღემდე გაუგებარია, დარჩებიან თუ არა "დილაში" ზამთარში დამატებული მოთამაშეები? მათი უმრავლესობა გაურკვევლობაშია, რაც არაერთხელ აღნიშნეს "ლელოსთან" ინტერვიუებში.
ახლა კი გავრცელდა ცნობა, თითქოს უცხოეთიდან ჩამოსული ქართველები რჩებიან, მათ ორწლიანი კონტრაქტები შესთავაზესო. ინფორმაცია "დილას" დირექტორთან, ზურაბ დალაქიშვილთან გადავამოწმეთ, მაგრამ მისი თქმით, მოთამაშეებთან ჯერ ამ საკითხზე არ ულაპარაკიათ.
როგორც ჩანს, გორელთა თავკაცები სეზონის დასრულებას ელიან და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ვის დატოვებენ, ვის დაიმატებენ და ვის რამდენხნიან კონტრაქტს გაუფორმებენ - ცხადია, თუ ეს ფეხბურთელთა სურვილი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"