გია ჭიაბრიშვილი: თუ ფეხბურთიდან ნაადრევად წავედი, ჩათვალეთ, რომ "გამწიეს"

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი ისე კარგად დაიწყო, საგაზაფხულო ეტაპამდე კონკურენტებს საკმაოდ დიდი სხვაობით უსწრებდა.

ერთი ხანობა, საქართველოს ჩემპიონს მეტოქეებთან 9-ქულიანი უპირატესობაც კი ჰქონდა.

მაგრამ საუკეთესო რვიანში საქართველოს ჩემპიონმა რამდენიმე შეხვედრა ჩააგდო, უპირატესობა გაანიავა და ტიტულის შენარჩუნება სათუო გაუხდა.

"ლელოს"კითხვებს "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი პასუხობს.

- ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, თქვენს და "მეტალურგს" შორის ჩემპიონობისთვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. საინტერესოა, რა დაემართა გუნდს და უპირატესობა ქარს რატომ გაატანეთ?
- როდესაც ქულებს კარგავ და მოწინააღმდეგე თავის შანსს ხელიდან არ უშვებს, სხვაობის შემცირება ბუნებრივია.
მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმი გავიღეთ. ეგაა, სეზონში ყველა გუნდს აქვს ჩავარდნა.

თუმცა, ამას ჩავარდნაც არ ჰქვია. რაღაც მომენტში ყველა გადაიღალა, თითქოს, გუნდი "დაჯდა". როდესაც მოწინააღმდეგე მდევრის როლშია, შენ უფრო მეტს ნერვიულობ და ეს აშკარად დაგვეტყო. იმიტომ რომ, სიმართლე გითხრათ, არ გვეგონა, ასე ახლოს ვინმეს თუ მოვუშვებდით.

ამას გარდა, არის რიგი მომენტები, რომელზე საუბრისგანაც ყოველთვის თავს ვიკავებდით. ეს არის ფეხბურთი, სადაც ჩვენ ერთი ქულით ვიგებთ. თუმცა, მჯერა, რომ ჩვენს გულშემატკივრებს იმედებს არ გავუცრუებთ და ზედიზედ მეორედ ჩემპიონობის მოვიპოვებთ, თანაც ღირსეულად.

- წესით, ჩემპიონატში დაძაბულობა კლუბებს ევროთასებზე უნდა წაადგეთ.
- ეს უდავოა. ასეთი დაძაბული ჩემპიონატი მოთამაშეებს ზრდის, მეტ გამოცდილებასა და ნებისყოფას იძენენ, რის შემდეგ ევროპაში თამაში უფრო გაუადვილდებათ. კონკურენტებს 15 და 30 ქულით რომ გაასწრებ, პირველივე ეტაპზე გამოვარდნის დიდი შანსია.

- ახსენეთ "მომენტები, რომელზე საუბარსაც თავს იკავებდით". ზესტაფონელ გულშემატკივრებში ხმებია გავრცელებული, შესაძლოა, აბსურდულიც, მაგრამ გკითხავთ - თითქოს, "ზესტაფონს" განზე გადგომა მოსთხოვეს. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ნუთუ ასე უხეშად ნაწილდება ადგილები?
- არავითარ შემთხვევაში! "ზესტაფონს" ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც მსგავს გარიგებებსა თუ ულტიმატუმებს არასოდეს შეეუგუება, არ დათანხმდება და ასე ვერავინ ვერ ეტყვის.

დარწმუნებული ვარ საკუთარ თავშიც, რომ მეც ვერავინ მაკადრებს, გვერდზე გაიწიეო. სანამ ფეხბურთში ვიქნები, ეს არ მოხდება.

და თუ თქვენ ნახეთ, რომ ფეხბურთიდან ნაადრევად წავედი, ჩათვალეთ, რომ "გაიწიე" მართლაც მითხრეს.

- ანუ, ეს ჭორია?
- რა თქმა უნდა. გუნდის წარმატებაზე უდიდესი ფული და შრომაა ჩადებული, გულითა და სულით ვემზადებით, ჩემპიონობისთვის ალალად ვიბრძოლოთ და ვიღაცას ადგილი დავუთმოთ? არსადაც არ გავიწევით!

მიდის ჩვეულებრივი ჩემპიონატი, რიგი შეცდომებით, რიგი უიღბლობით, ქულები ჩვენივე შეცდომებითაც დავკარგეთ, მაგრამ ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა და გამორიცხულია, ასეთი რამ ეთქვათ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან დიდი პატივს ვცემ გიორგის და სულ ის მახსენდება დუნამომ რომც ააგო 5:1 როგორი კარგი კომენტარი გააკეტა პრესკონფერენციაზე,ეს არის ადამიანი ვისაც ფეხბურთი უყვარს და არაფერს არ ზოგავს იმისათვის რომ გუნდმა კარგი შედეგი აჩვენოს,მაგრამ სამწუხაროდ,ამ ეტაპისატვის ფეხბურთის სამყაროში იმდენი უვიცია რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს...
irina
13:47 28-04-2012
0
ბატონო გია იმ ხალხისგან, ვინც შარშან , პოლიტიკური კონიუქტურის გამო, ,,ტორბედო" გასწიეს და ,,გაგრა" გაიყვანეს, ყველაფერი მოსალოდნელია.
Tazo
14:10 28-04-2012
0

სიახლეები პოპულარული