მალხაზ ასათიანი: კარიერის დასრულების შესახებ მალე გამოვაცხადებ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, 31 წლის მალხაზ ასათიანმა, მას შემდეგ, რაც 2010 წლის მიწურულს კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო მოსკოვის "ლოკომოტივი" დატოვა, ფაქტობრივად, ფეხბურთელის კარიერაც დაასრულა.

ამ ხნის განმავლობაში უგუნდოდ მყოფი ასათიანის მომავალს არაერთ რუსულ თუ ქართულ კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა და, როგორც ჩანს, ბოლო წლებში საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გახმოვანება გადაწყვიტა.

მშობლიურ ქუთაისში მყოფ მალხაზს რუსული "სოვეტსკი სპორტი" დაუკავშირდა და ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

- რუსული ენა ნელ-ნელა მავიწყდება, - აღიარა ასათიანმა, რომელიც წელიწადზე
მეტია, ქუთაისში იმყოფება. - მშობლიურ ქალაქში ყოფნით ვხარობ. გაზაფხული დაგვიდგა, ვსეირნობ, ვერთობი...

- თქვენი ოჯახური მდგომარეობა ხომ არ შეიცვალა?
- როგორც ადრე, ახლაც დასაოჯახებელი ვარ.

- აფსუს, რა "ჯიგიტი" ცდება!
- საქმე სტატისტიკაშია. სტატისტიკურად, ვიღაც მარტოხელა ხომ უნდა იყოს...

- ფორმას ინარჩუნებთ?
- ზოგჯერ დავრბივარ, ბურთს ვაგორებ...

- ზედმეტი რამდენი კილოგრამი მოგემატათ?
- რაღაც საოცრება მოხდა. ეს ერთი წელია, შესამჩნევად გავხდი. არადა, როდესაც "ლოკომოტივში" ვთამაშობდი, ზედმეტ წონასთან ბრძოლა მიწევდა. ახლა კი ეს პრობლემა აღარ მაქვს.

- თქვენი ვერსიით, რა არის ამის მიზეზი?
- ალბათ, საკვები პროდუქტების ხარისხმა იმოქმედა. ქუთაისში ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. აქ ვერ ნახავთ პროდუქტებს სპეციალური დანამატებით, რომელიც შემდეგ ცხიმად გარდაიქმნება.

- კარიერის დასრულების შესახებ გამოცხადებისთვის ხომ არ ემზადებით?
- ალბათ, კი. ამის ალბათობა - 90-95%-ია. თამაში რომც დავიწყო, ის ტოპ-დონის მაინც ვეღარ იქნება, რადგან უფეხბურთოდ უკვე წელიწადზე მეტი გავატარე. უწინდელი ფორმის დაბრუნება ურთულესი იქნება.

- რა უნდა მოხდეს, რომ მოედანზე დაბრუნება გადაწყვიტოთ?
- ამბიციურმა კლუბმა ჩემ მიმართ დაინტერესება უნდა გამოთქვას, რომ მეც დავინტერესდე. თუმცა აქამდე ასეთი წინადადებით არავის მოუმართავს და ამიტომ აღარც მოედნისკენ მიმიწევს გული.

- "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ გუნდის მოძიება რატომ გაგიჭირდათ?
- მინდა აღვნიშნო, რომ "ლოკომოტივს" კარგად დავშორდი. ეს 2010 წლის ბოლოს იყო. კონტრაქტი დამიმთავრდა და გუნდში ყველას დავემშვიდობე.

მეგონა, რომ რუსეთის ამბიციური კლუბებიდან შემოთავაზებები მექნებოდა. რუსეთის საზღვრებს გარეთ ან პირველ ლიგაში თამაშზე კატეგორიულ უარს ვამბობდი და ალბათ, სულ ტყუილად.

ვიცადე, ვიცადე, მაგრამ პრემიერლიგიდან სასურველი ვარიანტი არ გამოჩნდა და დროც გაილია. ძნელია ლეგიონერად ყოფნა...

- საქართველოს ჩემპიონატში თამაშზე არ გიფიქრიათ?
- ფეხბურთელებს აქვთ ლამაზი ტრადიცია - კარიერის შინ დასრულება, მაგრამ საქართველოში თამაშისთვის მე მზად არ ვარ - არ მაქვს ამის სურვილი. ეგებ უფრო ძლიერ ჩემპიონატში მიმიწვიონ?

ადგილობრივი კლუბები, რა თქმა უნდა, ინტერესდებიან ჩემით, მაგრამ მათ ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის - ფინანსური.

- მიგაჩნიათ, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება?
- უკვე ვუგებთ ხორვატიას, შოტლანდიას და სხვა მსგავსი დონის გუნდებს. თუმცა ეპიზოდებში მაინც ფეხი გვიცდება. სპეციალისტები კი შემდეგ ასკვნიან: არ გვყოფნის გამძლეობა, სტაბილურობაო...

სამაგიეროდ, საქართველოში ტალანტების მთელი პლეადაა. მათ შორის - ჯანო ანანიძე "სპარტაკიდან". ის მართლაც ნიჭიერია და შესაძლოა, რუსეთის ჩემპიონატში ნებისმიერ დროს გაისროლოს. მაგრამ ისიც ისეთივე არასტაბილურია, როგორც საქართველოს ნაკრები.
მკითხველის კომენტარები / 7 /
vinc cotati mainc icnobs malxaz asatians dametanxmeba ro ampartavneba misgan dzalian shorsaa, es aris didi sulis adamiani, romelic kvelas uangarot exmareba rogorc sheudzlia, da misi gadasackvetia namdvilad ras gaaketebs da rogor.
0
ნაკრებში თამაშის დროს შენი ბურთან შეხება საკმარისი იყო, რომ ეგრევე ჩანდა ერთი თავით მაღლა იდექი დანარჩენ ფეხბურთელებზე.დაგვიბრუნდი მახო, რა დროს თავის დანებებაა..
ტიფოზი
21:56 01-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული