25 წლის მეკარეს თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე აკვირდებოდა და როგორც შევიტყვეთ, თბილისური კლუბის თავკაცებისგან ტრანსფერზე პრინციპული თანხმობა მიიღო.
ლორიას კონტრაქტი ზამთარში უმთავრდება და ერთადერთი შესათანხმებელი სატრანსფერო თანხაა და ახლა მოლაპარაკება ამის შესახებ მიმდინარეობს. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ კლუბებმა ერთმანეთში საერთო ენა გამონახეს. თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, თანხაზეც შეთანხმდებიან. საქართველოს ნაკრების მეკარე კი ზაფხულიდან არველაძის ხელმძღვანელობით, ზურაბ ხიზანიშვილის მხარდამხარ ითამაშებს.
ცხადია, ლორიას წასვლის შემდეგ გუნდს მისი შემცვლელი დასჭირდება. ჩვენი ინფორმაციით, "დინამოს" თავკაცებმა სასურველი კანდიდატურა უკვე შეარჩიეს: დიდი ალბათობაა, ლორიას ნაცვლად კარში ბაქოს "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაია ვიხილოთ.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე წინასწარი თანხმობა განაცხადა, მაგრამ კონტრაქტზე ჯერ ხელი არ მოუწერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"