სამი ქართული გუნდი IFFHS-ის რეიტინგში

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) კლუბების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი გუნდების ბოლო წლის ასპარეზობის მიხედვით შეაფასეს, კერძოდ კი, 2011 წლის 1 მაისიდან 2012 წლის 30 აპრილამდე.

ორგანიზაციის რეიტინგში მოხვდნენ ასევე ქართული გუნდებიც. თბილისის "დინამო" 115 ქულით 116-ე ადგილზეა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" 95 ქულით 164-ე პოზიციას იკავებს, ხოლო რუსთავის "მეტალურგი" , რომელიც ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობს, 89 ქულით 195-ეა.

მსოფლიოში საუკეთესო გუნდად კვლავ კატალონიის "ბარსელონა" რჩება.

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1.ბარსელონა - 367
2.რეალი - 306
3.უნივერსიდად დე ჩილი - 304.5
4.ბაიერნი - 287
5.მადრიდის ატლეტიკო - 278
6.ვალეს სარსფილდი - 264
7.ჩელსი - 245
8.ბილბაოს ატლეტიკი - 244
9.სპორტინგი - 235
10.ვასკო და გამა - 235
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუგებარი ცხრილია, თუნდაც ბოლო წლის შედეგების გათვალისწინებით - მან.იუ სადაა, ჩელსიმ როგორ გადაასწრო? ან ატლეტიკები როგორ მოხვდნენ პირველ ათეულში, უეფას ლიგის გამო?
zura
10:21 03-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული