azerisport.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანი 2020 წლის ოლიმპიადის განაცხადზეა ფოკუსირებული და ამ პირობებში არ იქნებოდა სწორი, ასევე, საფეხბურთო მიმართულებითაც ემუშავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ევრო 2020-ის მასპინძლობის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტისას სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადის უეფაში შეტანის ბოლო ვადა 15 მაისია. ამ დროისთვის განაცხადი მხოლოდ თურქეთმა შეიტანა. ტურნირის მასპინძლობის სურვილს გერმანიაც აცხადებდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.