პირველთან მოლაპარაკება აღარ გაგრძელებულა, მეორე კი სერიოზულადაა დაინტერესებული.
ჩვენი ინფორმაციით, ეს პიროვნება უკრაინის პრემიერლიგის კლუბის მეპატრონეა და ბიზნესის განვრცობა საქართველოში სურს.
ცხადია, მისთვის ფეხბურთი ერთ-ერთი საინტერესო თემაა და არა პრიორიტეტული, რადგან ამ ინკოგნიტო პიროვნების ინტერესს ჩვენი შავიზღვისპირეთი, საკურორტო და სხვა ბიზნესები შეადგენს, რომლის პერსპექტივასაც აჭარაში ხედავს.
ცხადია, რადგან ჯერ მისი გვარი ცნობილი არ არის, საკითხი ჯერაც გადასაწყვეტია, მაგრამ კონკრეტული ჩანაფიქრი უკვე არსებობს: უკრაინული კლუბის
ზამთარში გაცხადდა, რომ ბათუმის "დინამოს" აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია 700 ათასი ლარით აფინანსებდა. უკრაინელის მოსვლის შემთხვევაში ბიუჯეტი 2 ან 3 მილიონი დოლარი გახდება, რაც საქართველოში ჩემპიონობისთვის საბრძოლველად საკმარისი არ იქნება, მაგრამ სამეულში მოსახვედრად სავსებით ეყოფა.
ჩვენი ინფორმაციით, უკრაინელის ნდობით აღჭურვილი პირი ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გია გურულია და პოსტზე სწორედ ამ თანამშრომლობის დასაწყებად დანიშნეს. დიდი მცდელობის მიუხედავად, გურულმა ჩვენს ინფორმაციაზე კომენტარი არ ისურვა: როდესაც შეიტყო, რა საკითხზე გვსურდა დალაპარაკება, საქმე მოიმიზეზა და ტელეფონი გათიშა. შემდეგ კი მასთან დაკავშირება ვერაფრით მოვახერხეთ.
კომენტარისთვის ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ სულხან გოგიბერიძესაც დავუკავშირდით:
"სანამ მოლაპარაკება არ დასრულდება, არ მაქვს უფლება, კონკრეტული ინფორმაცია გავამხილო. თუმცა ბათუმის "დინამო" უცხოელებისთვის საინტერესო რომ გახდა, ამის დადასტურება შემიძლია.
ვინ არის ეს პიროვნება, უკრაინელია თუ სხვა ეროვნების, ამაზეც არ მსურს ლაპარაკი. სანამ საკითხი ბოლომდე არ გაირკვევა, ზედმეტი აჟიოტაჟი არ ღირს. იქნებ საბოლოოდ ვერ შევთანხმდეთ? თუმცა სერიოზული ინტერესი ნამდვილად არსებობს".
ბათუმის "დინამოს" თავკაცი ამბობს, რომ ქართული კლუბებით უფრო მეტი ბიზნესმენი დაინტერესდებოდა, თუ ფედერაცია სატრანსფერო საკითხებისადმი მიდგომას გადახედავს:
"თავის დროზე უეფამ 23 წლამდე ფეხბურთელებისთვის საკომპენსაციო თანხების ოდენობა დაადგინა. როდესაც გუნდის ან სკოლის ფეხბურთელი სხვაგან გადადის, საკომპენსაციო თანხა უნდა მიიღოს.
ჩვენ ეროვნული ჩემპიონატების IV კატეგორიაში მოვხვდით. ამდენად, უეფამ მკაფიოდ მიუთითა, რომ ჩვენი კატეგორიის ქვეყნისთვის წლიური კომპენსაცია 10 ათას ევროს შეადგენს, რომელიც მრავლდება საფეხბურთო სეზონების იმ რაოდენობაზე, რამდენიც ფეხბურთელმა 21 წლის შესრულებამდე დაჰყო თავის წინა პროფესიულ კლუბში.
ქვეყნის შიგნით თანხას თავად ფედერაცია აწესებს. რატომღაც, რამდენიმე წლის წინ ჩვენთან გაუგებარი ამბავი მოხდა: ვიღაცის ინტერესების გამო საკომპენსაციოს ოდენობა 1500 დოლარი დაადგინეს, რადგან ჩვენს გუნდებს უფრო მეტ თანხას არავინ გადაუხდისო. ამან უარყოფითი შედეგები გამოიწვია და საფეხბურთო სკოლებისა და კლუბების უმრავლესობა გაკოტრებამდე მივიდა.
ცხადია, როდესაც სკოლა და კლუბი წამგებიანია, არც ქართველი ბიზნესმენი დაინტერესდება და არც უცხოელი.
საბედნიეროდ, ბათუმის "დინამო" უცხოელებისთვის საინტერესო კი გახდა, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის. ვითარების შესაცვლელად, საკომპენსაციო თანხის გაზრდა აუცილებელია. ამიტომ გამიხარდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას ინიციატივა, რომ თანხა 3 ათას ლარამდე გაზრდილიყო, მაგრამ ესეც არასაკმარისია.
საკომპენსაციო 10 ათას ევრომდე რომ გაიზარდოს, მაშინ კლუბში თანხის ჩადებას ბევრი მოინდომებს - ასეთ შემთხვევაში, ბევრად მეტი შანსი იქნება, რომ მოგება თუ არა, წაგება მაინც არ ნახოს.
დღეს ფეხბურთი ბიზნესია და თუ ამ ინტერესს არ გავითვალისწინებთ, ინვესტორი კვლავ სანთლით საძებნელი იქნება".
ცნობილია, რომ მარტის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ლისაბონის "სპორტინგის" აკადემიის დირექტორი დიეგო მარია მატოსი და მენეჯერი პაულო ჟორგე რივერო კარდოსო მიიღო. შეხვედრაზე აჭარაში საფეხბურთო აკადემიის დაფუძნების პერსპექტივებზე ილაპარაკეს.
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების, კრიშტიანო რონალდოსა და ფიგუს გამზრდელი აკადემიის ხელმძღვანელებმა შეისწავლეს აჭარის სპორტული ინფრასტრუქტურა, ქობულეთში სტადიონის მშენებლობით დაინტერესდნენ და წინასწარი შეფასებაც გააკეთეს - აჭარას კარგი ფეხბურთელების გაზრდის პოტენციალი აქვსო.
გოგიბერიძის თქმით, ლისაბონის "სპორტინგთან" მოლაპარაკება დასასრულს მიუახლოვდა:
"შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია და 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ მალე აჭარის მთავრობასა და ლისაბონის "სპორტინგს" შორის მემორანდუმი გაფორმდება და აჭარაში საფეხბურთო აკადემიას დააფუძნებენ.
პორტუგალიელები აკადემიის მართვაში, მწვრთნელთა მომზადების მოკლევადიანი კურსების შემუშავებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში დაგვეხმარებიან".
"ბათუმის "დინამოს" ყიდვა უკრაინელებს სურთ" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"