თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "დინამოს" იურისტი ლევან ზუხბაია მიუნხენში ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) ეგიდით მოწყობილ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
ღონისძიების მთავარი თემა საფეხბურთო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
ECA-ს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ნელ-ნელა შესაძლებელი ხდება ამ პრობლემის ეფექტური გადაჭრის გზების პოვნა.
"დინამოს" მთავარი ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი კი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ევროპის სპორტულ ტრავმატოლოგთა ასოციაციის (ESSKA) საერთაშორისო კონგრესს დაესწრო, სადაც ფეხბურთში გავრცელებული ტრავმების მკურნალობის მეთოდებზე იმსჯელეს.
"სასარგებლო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"