ევრო 2020-ის მასპინძლობის განაცხადზე საქართველო-აზერბაიჯანი უახლოეს დღეებში იმსჯელებს

AutoSharing Option
ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით, უეფა-ში განაცხადის შეტანის საკითხს საქართველო და აზერბაიჯანი უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა, უახლოეს დღეებში საქართველოში აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის პრეზიდენტი ჩამოვა და ამ თემაზე მასთან მოლაპარაკებები გაიმართება.

ამასთან, ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადის უეფა-ში შეტანის ბოლო ვადა 15 მაისია.

ამ დროისთვის განაცხადი მხოლოდ თურქეთს აქვს შეტანილი, რომელიც ტურნირის მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი მხრიდან მკაფიო პოზიცია ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ
ერთ-ერთმა ადგილობრივმა სპორტულმა გამოცემა azerisport.com-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევრო 2020-ის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველოსთან ერთად მასპინძლობაზე აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, უარს იტყვის.

გამოცემა წერდა, რომ აზერბაიჯანი 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის განაცხადზეა ფოკუსირებული და ამ პირობებში პარალელურად საფეხბურთო მიმართულებით მუშაობა არასწორი იქნება.

საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ევრო 2020-ის მასპინძლობის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ვიზიტისას გამოვიდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული