ირჟი ჰომოლა თბილისის "დინამოდან" მიდის?

AutoSharing Option
ირჟი ჰომოლა თებერვალში ესპანურ შეკრებაზე დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. გავიდა დრო. თბილისის "დინამოს" ჩეხი ცენტრალური მცველი მომჯობინდა, მაგრამ ისე ჩანს, რომ თბილისური კლუბის მაისურას აღარ მოირგებს.

31 წლის მცველის თქმით, კონტრაქტი ივნისში უმთავრდება, "დინამოს" კი მისი გახანგრძლივება არ შეუთავაზებია. ცხადია, კლუბის ხელმძღვანელებს მისი დატოვება რომ სურდეთ, ასე არ მოექცეოდნენ, თორემ ბოლო დროს სასურველი ფეხბურთელების დასატოვებლად და მოსაყვანად "დინამო" თანხებს არ იშურებს.

ჰომოლა ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველია (2 მატჩი). თამაშობდა ჩელაკოვიცეს "სპარტაკში" (1998-99), "იაბლონეცში" (1999-2002, 2007-10), პრაღის
"სპარტაში" (2002-05, 2006-07), "მალათიასპორში" (2005). თბილისის "დინამოში" კი 2011 წელს ჩაირიცხა და 28 შეხვედრა ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული