საქართველო-აზერბაიჯანმა "ევრო 2020"-ის მასპინძლობის სურვილი უნდა დაადასტუროს

AutoSharing Option
"ევრო 2020"-ის მასპინძლობასთან დაკავშირებით, საქართველოს და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 15 მაისს გახდება ცნობილი.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერმა ოთარ გიორგაძემ განუცხადა.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველთა მხრიდან UEFA-ში განაცხადების შეტანის ვადა 15 მაისს იწურება.

ამ დროისთვის "ევრო 2020"-ის მასპინძლობის შესახებ UEFA-ში ოფიციალური განაცხადი მხოლოდ თურქეთს აქვს შეტანილი, რომელიც ტურნირის მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტია.

საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ევროპის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ვიზიტისას გამოვიდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის
პოზიციას, ბაქოს მხრიდან მკაფიო პოზიცია ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა სპორტულმა გამოცემა azerisport.com-მა გამოაქვეყნა სტატია შემდეგი სათაურით - "ევრო 2020"-ის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველოსთან ერთად მასპინძლობაზე აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, უარს იტყვის".

გამოცემა წერდა, რომ აზერბაიჯანი 2020 წლის ოლიმპიადის განაცხადზეა ფოკუსირებული და ამ პირობებში, პარალელურად საფეხბურთო მიმართულებით მუშაობა არასწორი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
http://www.youtube.com/watch?v=bAGJ4YVB6dQ&feature=relmfu

dudu
23:18 17-05-2012
0

სიახლეები პოპულარული