"ძალიან დიდი მოთხოვნაა თორნიკე თარხნიშვილზე. ქუთაისის "ტორპედოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველით პოლონური "იაგელონია", ლვოვის "კარპატი" და უჟგოროდის "ზაკარპატიე" დაინტერესდნენ.
ჯერ კლუბების წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. ცნობილი პოლონელი აგენტი დარეკ მროზი კი 14 აპრილს გორში "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრას საგანგებოდ თორნიკეზე დასაკვირვებლად დაესწრო.
მართალია, იმ დღეს ძალიან კარგად არ უთამაშია, მაგრამ მენეჯერს მაინც მოეწონა, ეტყობა, სტაბილური
როგორც ვიცი, თარხნიშვილისადმი ინტერესი თბილისის "დინამოსაც" ჰქონდა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მისი პოლონეთში გამგზავრება უფრო რეალურია და ტრანსფერი 90 პროცენტით გადაწყვეტილია. მთავარია, კლუბი და თორნიკე კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ.
ასეთივე ვითარებაა ფოთის "კოლხეთის" თავდამსხმელის, ბექა ტუღუშის შემთხვევაში. ბექას მიმართ ინტერესი გამოხატეს ლვოვის "კარპატიმ" და უჟგოროდის "ზაკარპატიემ". ეს უკანასკნელი პირველ ლიგაშია, მაგრამ, ფაქტობრივად, პრემიერლიგაში გადმოვიდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ იქ თამაში ფეხბურთელს წაადგება.
მით უფრო, რომ ლაშა ჯაკობიაა იქ გუნდის ლიდერი და გავლენიანი პიროვნება. ახალწვეულისთვის ეს ბევრს ნიშნავს, რადგან გარემოზეა დამოკიდებული, გამოავლენს თუ არა საკუთარ შესაძლებლობებს.
აქამდე "ზაკარპატიე" უფრო აქტიურობდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, ტუღუშის "კარპატიში" გადასვლა უფრო რეალურია. უკრაინელთა ინტერესი განსაკუთრებით საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ გაიზარდა, როდესაც ბექამ თბილისის "დინამოს" კარი ორჯერ აიღო.
ალბათ, 25 მაისს ორივეს გამგზავრება მოუწევს. ვიმეორებ, მთავარია, პირობებზე შეთანხმდნენ", - ამბობს ქუთათელაძე.
სურათზე: ბექა ტუღუში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამას რომ წერთ იქნებ ახსნათ მაინც რომელი იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერი და რა არის ახლანდელ მოლაპარაკებებში საინტერესო და მითუმეტეს ქართული ფეხბურთისთვის გამოსადეგი და სასურველი...