საქართველო ევრო 2020-ის მასპინძლობას მარტო აპირებს

AutoSharing Option
ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ საქართველომ უეფაში განაცხადი დამოუკიდებლად შეიტანა.

ამის შესახებ 15 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადეს.

მათი თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანი ამ ეტაპზე ფოკუსირებულია 2020 წელს ქვეყანაში ოლიპიური თამაშების ჩატარებაზე და ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია, პარალელურ რეჟიმში ბაქო ყურადღებას ვერ გადაიტანდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე.

როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა
აღნიშნა, ამის მიუხედავად, საქართველოს აქვს იმედი და ამბიცია, რომ თავს გაართმევს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. მისი თქმით, უეფას თანხმობის შემთხვევაში, საქართველო აუცილებლად შეძლებს ევროპის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადებას.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, 14 მაისს, საღამოს, ქართულმა მხარემ უკვე გადაგზავნა შესაბამისი წერილი უეფას გენერალურ სამდივნოში და ამ წერილს უკვე 15 მაისს განიხილავს უეფას ხელმძღვანელობა.

რაც შეეხება ჩემპიონატის მასპინძლობისთვის აუცილებელ წინაპირობებს, როგორც ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, აუცილებელია აშენდეს, მინიმუმ, 12 სტადიონი სხვადასხვა ქალაქში, რომელთაგან აუცილებლად უნდა იყოს ორი სტადიონი, რომელიც 50 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი, 3 სტადიონი - 40 000 მაყურებელზე და 4 სტადიონი - 30 000 მაყურებელზე.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების გათვალისწინებაა საჭირო - მაგალითად, გადაადგილება ქალაქებში, აეროპორტები, სასტუმროები, საკვები ობიექტები - ამ ყველაფერს უეფაში აქცევენ საკმაოდ დიდ ყურადღებას.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა მოხდა? აზერებმა დაიკიდეს მიშა? მაღალი შეჩვეულია საქართველოში უცბად რაც მოადგება ენაზე მაშინვე წამოიძახებს ხოლმე და მისი მონებიც იმ წუთში აუბავენ ხოლმე მხარს, ეტყობა ვერ გათვალა რომ ალიევი არც ბოკერიაა და არც ნუგზარ წიკლაური, ძალიან მინდა ისეთი პრეზიდენტი მყავდეს რამეს რომ იტყვის მინიმუმ 5 წუთის ნაფიქრალი მაინც ჰქონდეს
glexi
15:22 15-05-2012
0
ეჰ, glexo, ნეტავი იცოდე, როგორ მინდა რასაც წერ ისეთი პრეზიდენტი და მთავრობა
levani
21:40 15-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული