ქუთაისელი მწვრთნელი წყალტუბოში უცხო კაცი არ არის - "გაგრა" სწორედ ამ პატარა იმერულ ქალაქში წლების წინ მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა. ეს იყო ლტოლვილების გუნდი, რომელიც რეგიონალლიგაში გამოდიოდა და რამდენიმე ნიჭიერი ბავშვიც წარმოაჩინა, მაგალითად ვახტანგ ფანცხავა, რომელიც ამჟამად უნგრეთის პოპულარულ კლუბ "ვაშაშში" თამაშობს.
ფანცხავას გარდა, მანაგაძის აღმოჩენილია ბაქარ მირცხულავა (ლისაბონის "ბენფიკას" დუბლების
"წყალტუბოს "სამგურალი" 2004 წელს დაიშალა. გუნდი ყოველთვის კარგ ფეხბურთელებს ზრდიდა და საცოდაობა იყო, ეს ქალაქი უფეხბურთოდ დარჩენილიყო. ხალხს ფეხბურთი უყვარს და არჩევნებამდე, ადგილობრივი თვითმართველობის თავჯდომარეობის ყველა კანდიდატს გუნდის აღდგენას სთხოვდნენ. საკრებულოს თავჯდომარედ მამუკა საღარეიშვილის არჩევის შემდეგ, თხოვნა ზედმეტი აღმოჩნდა - მამუკა ფეხბურთის გულშემატკივარია და "სამგურალის" აღდგენაზე ბევრი არც უფიქრია. პირველი ლიგის საწყის სამ ტურში ორი შეხვედრა მოვიგეთ და წყალტუბოში ფეხბურთის ბუმი დაიწყო: ჯგუფებში ბავშვების რაოდენობამ იმატა და თამაშებს 1000-ზე ნაკლები მაყურებელი ნაკლები არ ესწრება, რაც პატარა ქალაქისთვის კარგი მაჩვენებელია. დასავლეთ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია და გუნდის აღდგენა მათ თავის გამოჩენის მეტ შანსს აძლევს. "გაგრასთან" რამდენიმე წელი ვთანამშრომლობდი, მაგრამ "სამგურალის" დახმარება ვამჯობინე. წლების განმავლობაში ვეძებდი და ვპოულობდი ტალანტებს, ვცდილობდი "გაგრაში" დამეწინაურებინა. თუმცა შენ გემოზე გაკეთებული საქმე უფრო ეფექტურია. ფეხბურთისადმი ბევრისგან განსხვავებული დამოკიდებულება გამაჩნია. ამა თუ იმ ბავშვზე მსმენია, ნიჭიერი, მაგრამ პრეტენზიული და ფეხბურთს ვერ ითამაშებსო. ბევრს არ ესმის, რომ თითქმის ყველა ნიჭიერი რთული ხასიათისაა და ამიტომაც სჭირდებათ გაფრთხილება და არა ხელის კვრა. მე "ხუთოსანი" ტალანტი თითქმის არ მახსენდება, მაგრამ ავუკრძალოთ თამაში? აბა, ვინ გავა მოედანზე და ვინ ითამაშებს იმ ფეხბურთს, მხოლოდ მათ შეუძლიათ? "სამგურალი" წელს დიდი მიზნებს არც ისახავს, შვიდეულში მოხვედრა კი არ უნდა გაგვიჭირდეს. თუმცა, ჩვენი უპირველესი მოვალეობა ნიჭიერი ბავშვების დაწინაურება და გაზრდაა. თუკი 2-3 პერსპექტიული ფეხბურთელი მოვძებნეთ, ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება იქნება - ნაკრებს ფეხბურთელი სჭირდება და არა ჩვენი ადგილები. "სამგურალის" აღდგენის შემდეგ, წყალტუბოს სტადიონის რეკონსტრუქცია გადაწყდა და სამუშაოები 2011 წლის თებერვლიდან დაიწყება. ადრე ტრიბუნები 12 ათას მაყურებელს იტევდა, ახლა ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდება და სტადიონი 7 ათას ადამიანზე იქნება გათვლილი. სტადიონის ტერიტორიაზე კი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედანი გაკეთდება", - გვითხრა მანაგაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"