ცხადია, ყველას გვაინტერესებს, ვინ არის ეს "ჰერ იქსი". გვითხრეს, რომ ფიფიას საინტერესო აზრით მიმართეს - ჩამოვიყვანოთ ფოლკერ ფინკე, ალექსანდრე იაშვილს კი მისი ასისტენტობა და მოთამაშე-მწვრთნელობა შევთავაზოთო.
"ამ ყველაფერზე პასუხს უახლოეს მომავალში შეიტყობთ. ჯერ არ გვსურს ამ საკითხზე ლაპარაკი", - გვითხრა თბილისის "დინამოს" პიარ-მენეჯერმა ლაშა დვალიშვილმა.
ფინკეს ჩამოყვანა ურიგო იდეას არ ჰგავს. "ფრაიბურგში" მუშაობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით ექვს
საინტერესო ჩანს ფინკეს თანაშემწედ იაშვილის მოწვევის იდეაც. როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის კლუბი "კარლსრუე" მეორე ბუნდესლიგიდანაც გავარდა. იაშვილს ფინკესთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მის მოთხოვნებს ჩინებულად იცნობს.
გასათვალისწინებელია ფინკეს ასაკიც - ცნობილი გერმანელი სპეციალისტი 64 წლისაა და იაშვილი მის ხელში მწვრთნელად გაიზრდება, ერთ ან ორ წელიწადში კი თავად გახდება მთავარი მწვრთნელი. გარდა ამისა, "იაშკა" უკვე 34 წლისაა (23 ოქტომბერს 35-ის შესრულდება). ცხადია, კარიერის დასრულებაზეც ფიქრობს და ვარაუდობენ, რომ ეს წინადადება მოეწონება.
თუმცა იაშვილს "კარლსრუესთან" კონტრაქტში უწერია, რომ კლუბი კარიერის დასრულების შემდეგ რომელიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაასაქმებს. ანუ მას ისედაც თამამად შეუძლია ჰქონდეს მომავლის იმედი. თანაც, გერმანიაში მუშაობა ხომ საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივაა.
აღდგომა და ხვალეო - ვინ ჩაიბარებს "დინამოს", ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაცხადდება. სპორტული დირექტორი კი ბუბა ტყავაძე იქნება - რუსთავის "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ამჟამინდელ კლუბს ბოლო ტურის შემდეგ დაემშვიდობება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფიფიამ მკაცრად თქვა რომ ბევრი წავაო და იმედია კოშკაძე და ხმალაძე იგულისხმა!