ზუგდიდის "ბაია" თავდაცვის სამინისტროს გუნდი გახდება?

AutoSharing Option
ზუგდიდის "ბაიას" ერთი პერიოდი ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სეზონის მეორე ეტაპზე კლუბს დახმარების ხელი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გაუწოდა - "ბაია" ქალაქის საკუთრება გახდა, თითქოს წელში გაიმართა, თუმცა მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა გადადგა და გუნდი მისმა წინამორბედმა, ელგუჯა ქომეთიანმა ჩაიბარა.

როგორც ჩანს, "ბაიაში" ცვლილებები ამით არ დასრულდება. კულუარებში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ "ბაია" თავდაცვის სამინისტროს გუნდი გახდება.

ჯერ კიდევ შარშან დაიწყო მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტრო სერიოზულად იყო დაინტერესებული საფეხბურთო გუნდის ყოლით, თუმცა მაშინ ეს პროექტი ვერ განხორციელდა.

გორის "დილაზე" შეფობა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ აიღო, შესაძლოა, ამან თავდაცვის სამინისტროს ფეხბურთისადმი ინტერესი უფრო გაუმძაფრა.

ერთი სიტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ქართულ ფეხბურთში კულუარული ინფორმაციები ტყუილუბრალოდ არ ჩნდება ხოლმე და ვინძლო "ბაია" მართლაც არმიას დარჩეს.

"ზუგდიდში თავდაცვაზე ლაპარაკობენ" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული