ალექსანდრე იაშვილი: თბილისის "დინამო"? ლაპარაკი იყო...

AutoSharing Option
ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" მეორე ბუნდესლიგიდან გერმანიის მესამე ლიგაში დაქვეითდა და საინტერესოა, რა გზას აირჩევს ჩვენებური, რომელსაც ამ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა.

იაშვილს გერმანიაში დავუკავშირდით...

- რას აპირებ? ისევ გააგრძელებ ფეხბურთელობას თუ "კარლსრუეში" დარჩები და მენეჯერად იმუშავებ?
- ჯერ არ ვიცი. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღება ჯერ ადრეა. როცა შენი გუნდი გავარდება, იოლი არ არის გზის არჩევა. სიჩქარე არ მინდა, კარგად უნდა დავფიქრდე.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამო თბილისი" დაინტერესებულია ფოლკერ ფინკეს და ალექსანდრე იაშვილის გადაბირებით...
- ჩემი "დინამოში" დაბრუნებასთან დაკავშირებით ლაპარაკი მართლაც
იყო, თუმცა კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა.

- "დინამოდან" ვინ გელაპარაკა?
- მოდით, კონკრეტიკისგან თავი შევიკავოთ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ფეხბურთზე საუბარი რამდენიმე დღე არ მსურს.

- შევიტყვეთ, რომ ბუნდესლიგის ერთი გუნდია დაინტერესებული იაშვილის ტრანსფერით...
- ინტერესი მართლაც არის როგორც პირველი, ასევე მეორე ბუნდესლიგიდან.

- "კარლსრუეს" წარუმატებლობას, ალბათ, მართლაც განსაკუთრებულად განიცდი...
- ამდენი წელია, გერმანიაში ვთამაშობ და ასეთი ხელმოცარული არასდროს ვყოფილვარ. "კარლსრუეს" კაპიტანი ვიყავი, შესაბამისად, გუნდის და გულშემატკივრების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მქონდა...

- მაინც უფრო საითკენ გიწევს გული, ფეხბურთელობისკენ თუ სხვა რამისკენ?
- ყველაფერი ამ თვის ბოლოს გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე არ ვიცი ამას აკუნა წაიკითხავს თუ არა მაგრამ მინდა ვურჩიო რომ დინამოში არ ჩამოვიდეს,ფიფიასთან მუშაობა შეუძლებელია და ჯობია კარიერა სხვაგან გააგრძელოს!
sandro
02:38 19-05-2012
0
ყველაფრისათვის მადლობა იაშკა რაც შენი ქვეყბის, ნაკრებისა და გულშემატკივრისათვის გააკეთე!
წარმატებებს გისურვებ იაშკა!
Geo-fan
17:22 18-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული