გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია და გოგიტა გოგუა გორის "დილაში"?

AutoSharing Option
გიორგი შაშიაშვილი ბერძნულ "ერგოტელისში" 2009 წლიდან თამაშობდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, 32 წლის უნივერსალმა მცველმა ახლა გუნდის შეცვლა გადაწყვიტა და ბერძნულ კლუბს დაემშვიდობა.

"ეკონო
მიკურმა კრიზისმა ბერძნულ ფეხბურთზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მაგალითად, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრამდე ათენის აეკ-ის ფეხბურთელებს 5 თვის ხელფასი არ აეღოთ.

ასე იყო სხვაგანაც. მხოლოდ "ოლიმპიაკოსს" არ უჭირს, სადაც აქციათა დიდი ნაწილი არაბმა შეიხმა იყიდა, მაგრამ ეს პრეცედენტი სხვებისთვისაც გადამდები ვერ აღმოჩნდა და საბერძნეთის საკლუბო ფეხბურთი მძიმე კრიზისშია. ხელფასების გადაუხდელობის გამო ბევრ კლუბში მოთამაშეები ვარჯიშებს ბოიკოტს უცხადებენ. ქვეყანა ბევრმა
წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.

იმასაც ამბობენ, რომ მომდევნო სეზონში კლუბების უმრავლესობა საკადრო პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის, ლეგიონერების 95 პროცენტს შეელევა და უმთავრესად, საკუთარ გაზრდილებს დაეყრდნობა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს პროცესი ბერძნულ კლუბებს ძალიან დაასუსტებს და ევროთასებზე პოზიციას დაკარგავენ.

პირადად რაც შემეხება, "ერგოტელისთან" შარშან მაისში ახალი ორწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე და 2013 წლამდე უნდა დავრჩენილიყავი. "ერგოტელისი" კუნძულ კრეტას გუნდია, საკურორტო ზონაში კი კრიზისი ნაკლებად იგრძნობოდა. ამიტომ თავიდან საბერძნეთში არსებული ფინანსური კრიზისი "ერგოტელისს" არ შეხებია.

გუნდს არ უჭირდა და ახალ კონტრაქტზე უარის თქმა არც მიფიქრია. ავსტრიაში, უკრაინასა და რუსეთში მითამაშია და არცერთზე ნაკლები დონე არ არის, მაგრამ ახლა დარჩენასაც აღარ ჰქონდა აზრი.

ბოლო ექვსი თვეა, "ერგოტელისსაც" ძალიან გაუჭირდა, ხელფასი აღარ ამიღია და კონტრაქტი გავწყვიტე",
- გვითხრა შაშიაშვილმა.

გიორგიმ დაგვიდასტურა, რომ ზამთარში თბილისის "დინამოში" იწვევდნენ, მოლაპარაკება ჰქონდა და ყოფილ კლუბში დაბრუნებას არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც "ერგოტელისში" დარჩენა ამჯობინა.

ახლა კი, დიდი შანსია, "დილაში" ითამაშოს, სადაც გადასვლას იანვარშიც სთავაზობდნენ.

სხვათა შორის, შაშიაშვილის გარდა, გორელებს გოგიტა გოგუასა და დავით კვირკველიას დამატებაც სურთ. გიორგიმ ეს ამბავი დაგვიდასტურა:

"შემოთავაზება მართლაც მივიღე და დასამალი არაა, რომ ძალიანაც დავინტერესდი. გორში ამბიციური გუნდი ყალიბდება და თუ კვირკველიასა და გოგუას დაიმატებენ, სალუქვაძეც დარჩება, უმაღლეს ლიგაში ჩვენნაირი გუნდი რომელი იქნება? ძალიან დიდი სტიმულია ისიც, რომ "დილას" ევროპის ლიგაზე თამაში სურს".

როგორც ჩანს, "დილას" მესვეურებს მხოლოდ ერთწლიანი გუნდის ჩამოყალიბება არ სდომებიათ და სერიოზული გეგმები გააჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედს ბოლო დროს გაჟღერებული და დადასტურებული სხვა ინფორმაციებიც გვაძლევს: მომავალ სეზონში გორელთა რიგებში "ზესტაფონის" ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი და ფოთის "კოლხეთის" პლეიმეიკერი ლაშა გვალია ითამაშებენ.

შაშიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაწყებული პროცესი აიმედებს:

"უცხოეთიდან მოთამაშეთა ჩამოსვლა და მათი სხვადასხვა გუნდში გადანაწილება მახარებს. "დინამომ", "ზესტაფონმა" და "დილამ" ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, შეუძლებელია, ამან ჩემპიონატის დონეზე გავლენა არ მოახდინოს.

მიმაჩნია, რომ შემდგომშიც თუ ასე გაგრძელდება, ტურნირის დონეც გაიზრდება, თავად გუნდებისაც და მაყურებლისთვის უფრო საინტერესო გახდება",
- ამბობს შაშიაშვილი.

შაშიაშვილი: ერგოტელისიდან დილაში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტკვე მარტლა ა.....ბო, რა ამბავი აუტეხეტ ამ კაცს, რა თქვა ისეტი რაც არ შეიდზლება მოხდეს, აკ რო გაკვტ ენები გადმოგდებული ინტერნეტსჰი, ქუჩაში მანახა რა რომელიმე ტკვენნაირი მარა იკ ვიგაცეების ტ..კს იკნებიტ ამოპარებული, შენ ბიჭო საერტოდ იცი სადაა პანკისი გაგიგია ორი სიტკვა ორი მოკლესჰარვლიანი პიონერისგან და ტავი კაცი გგონია
kosta
11:39 22-05-2012
0
არა, ისე მართალია ეს მიმინო: გამორიცხავთ, რო ვანო მინისტრი აღარ იყოს ოქტომბრიდან?
ბოღმა და ღვარძლი სწორედ თქვენს კომენტარებში ჩანს (მიმინოს გარდა). კაცმა კითხვა დასვა სავსებით ლოგიკური:)
dudu
22:37 21-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული