სფფ საფეხბურთო კლუბების პირველ პირებს ღია შეხვედრაში მონაწილეობას სთავაზობს

AutoSharing Option
28 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის პრეზიდენტს ერთიანი წერილით მიმართა. გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს:

"ბატონებო,

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის ხვალინდელი დღე, მისი სრულყოფა, როგორც ორგანიზაციული, ისე სისტემური კუთხით.

სწორედ ამიტომ, სფფ-ის ინიციატივით, 2012 წლის 3 ივნისს, 22:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება ღია დისკუსია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის ხელმძღვანელების მონაწილეობით.

აღნიშნულ შეხვედრაზე ვიწვევთ უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს, ადამიანებს, რომლებიც პირადად განსაზღვრავენ მათი კლუბის შიდა პოლიტიკას და დაინტერესებულნი არიან
ეროვნული ჩემპიონატის განვითარების საქმეში.

სწორედ ამიტომ მოგმართავთ ინიციატივით, დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას, ჩაერთოთ დისკუსიაში და საზოგადოებას გააცნოთ თქვენი პოზიცია, თუ როგორ ხედავთ ეროვნული ჩემპიონატის ხვალინდელ დღეს, როგორი უნდა იყოს სათამაშო სისტემა, რა ცვლილებებია საჭირო დებულებაში და ა.შ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების პირველი პირების აზრი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით".

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
zid-ანი დილეტანტიზმია ის როგორაც ესენი ფეხბურთს მართავენ,ხოლო ის მარაზმი რასაც პირდაპირ ეთერში აპირებენ, პასუხისმგებლობის,სულ მცირე სხვაზე გადანაწილების უსუსური მცდელობაა.
daviti
17:14 28-05-2012
0
გეთანხმები დავით, ფედერაციის მხრიდან რაღაცნაირი მცდელობაა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების. არ შეიძლება ასე, ეზოს ბავშვებივით ხდებოდეს მნიშვნელოვანი საკითხები სგადაწყვეტა. სოფლის ორღობე ხომ არ არის? დილეტანტიზმის ბრალია და სხვა არაფერი.
zid-ანი
16:49 28-05-2012
0

სიახლეები პოპულარული