სფფ საფეხბურთო კლუბების პირველ პირებს ღია შეხვედრაში მონაწილეობას სთავაზობს

AutoSharing Option
28 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის პრეზიდენტს ერთიანი წერილით მიმართა. გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს:

"ბატონებო,

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის ხვალინდელი დღე, მისი სრულყოფა, როგორც ორგანიზაციული, ისე სისტემური კუთხით.

სწორედ ამიტომ, სფფ-ის ინიციატივით, 2012 წლის 3 ივნისს, 22:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება ღია დისკუსია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის ხელმძღვანელების მონაწილეობით.

აღნიშნულ შეხვედრაზე ვიწვევთ უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს, ადამიანებს, რომლებიც პირადად განსაზღვრავენ მათი კლუბის შიდა პოლიტიკას და დაინტერესებულნი არიან
ეროვნული ჩემპიონატის განვითარების საქმეში.

სწორედ ამიტომ მოგმართავთ ინიციატივით, დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას, ჩაერთოთ დისკუსიაში და საზოგადოებას გააცნოთ თქვენი პოზიცია, თუ როგორ ხედავთ ეროვნული ჩემპიონატის ხვალინდელ დღეს, როგორი უნდა იყოს სათამაშო სისტემა, რა ცვლილებებია საჭირო დებულებაში და ა.შ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების პირველი პირების აზრი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით".

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება დომენტის გადადგომა.
fexburti
12:46 28-05-2012
0
ასეთ შეხვედრებს ფედერაციაში უნდა ატარებდეთ სისტემატიურად,აღმასკომში უნდა იყვნენ კლუბების წარმომადგენლები,იქ უნდა არჩევდეთ ასეთ საკითხებს და უნდა ღებულობდეთ გადაწყვეტილებებს,პირდაპირ ეთერში რა გადაწყვეტილების მიღებას ელოდებით?მაგალითად მაინტერესებს რა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ 3 ივნისს,პირდაპირ ეთერში სხვებს რომ თავი დავანებოთ,ზესთაფონის და რუსთავის პირველმა პირებმა?ან ამ თასის პინალის შემდეგ გორის და ზესთაფონის ხელმძღვანელებმა?ეს ხომ იმაზეა გათვლილი ან არ მოვიდეს გუნდის უფროსები ან დაჭამონ და შეურაწყოფა მიაყენონ ერთმანეთს,მერე კი,თქვენ თავი იმართლოთ და კლუბებს შეაწმინდოთ ხელი.
daviti
16:43 28-05-2012
0

სიახლეები პოპულარული