"ბატონებო,
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის ხვალინდელი დღე, მისი სრულყოფა, როგორც ორგანიზაციული, ისე სისტემური კუთხით.
სწორედ ამიტომ, სფფ-ის ინიციატივით, 2012 წლის 3 ივნისს, 22:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება ღია დისკუსია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის ხელმძღვანელების მონაწილეობით.
აღნიშნულ შეხვედრაზე ვიწვევთ უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს, ადამიანებს, რომლებიც პირადად განსაზღვრავენ მათი კლუბის შიდა პოლიტიკას და დაინტერესებულნი არიან
სწორედ ამიტომ მოგმართავთ ინიციატივით, დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას, ჩაერთოთ დისკუსიაში და საზოგადოებას გააცნოთ თქვენი პოზიცია, თუ როგორ ხედავთ ეროვნული ჩემპიონატის ხვალინდელ დღეს, როგორი უნდა იყოს სათამაშო სისტემა, რა ცვლილებებია საჭირო დებულებაში და ა.შ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების პირველი პირების აზრი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით".
სფფ-ის პრესსამსახური