რევაზ არველაძე: სფფ ნაკრების მწვრთნელისა და ფეხბურთელის დავაში ვერ ჩაერევა

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში ვითარება ძალიან დაიძაბა. სკანდალს სკანდალი ემატება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიტუაცია ხელიდანაა გაშვებული.

ეროვნული ჩემპიონატი, თასის ფინალი, არასასიამოვნო ფონი ნაკრებში...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ. საუბარი კი ჯერ ფიფას კონგრესით დავიწყეთ, რომელსაც არველაძეც ესწრებოდა...

- ამ კონგრესის პარალელურად ფიფას აღმასკომის სხდომაც გაიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კოსოვოს საერთაშორისო ამხანაგური მატჩების თამაშის ნება დართეს.

ამ გადაწყვეტილებას რეაქცია მოჰყვა სერბეთის მხრიდან, კოსოვოსთან დაკავშირებით კონსულტაციები ჩვენთან უნდა გამართულიყოო.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი დაზღვევის
საკითხი იყო - ამიერიდან ფიფა იმ ფეხბურთელებსაც დააზღვევს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში რომ ითამაშებენ.

- ჩაწყობილი თამაშები - ეს თუ იყო აქტუალური საკითხი ფიფას კონგრესზე?
- ეთიკის კომიტეტის რეორგანიზაცია მოხდა. კომიტეტი ორად გაიყო - ერთს საგამომძიებლო ფუნქცია დაეკისრა, მეორე კი გადაწყვეტილებას გამოიტანს.

- ფაქტია, ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს ცუდი ამბები მომრავლდა. ჩემპიონის გამოსავლენად აღმასკომის სხდომა გახდა საჭირო, თასის ფინალს კი დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა...
- რა თქმა უნდა, გახარებული არ ვარ ამ ყველაფრით. სამწუხაროა, რომ ჩემპიონის გამოსავლენად საქმე აღმასკომამდე მივიდა. არის ხარვეზები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ.

- ისე ჩანს, რომ თვალი იხუჭება ყველაფერზე...
- არა, თვალს ვერ დავხუჭავთ. გვექნება შეხვედრა კლუბების ხელმძღვანელებთან, ყველამ უნდა თქვას სათქმელი. ფედერაციის სურვილია, რომ ეს ღია სატელევიზიო ეთერითაც მოხდეს.

- კონკრეტულ ფაქტზეც გკითხავთ: "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ განაცხადა, "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყოო. ფედერაციის ხელმძღვანელობამ კი კოკაიას ამ ბრალდების დასაბუთება ერთ კვირაში მოსთხოვა...
- არის ბრალდება და საჭიროა რეაგირება, რეაგირებას კი ფაქტები სჭირდება. რაზეც მკითხეთ, ყოველივე ეს ბოლო აღმასკომის ოქმშია დაფიქსირებული. 5 ივნისს გასამართი ფედერაციის ყრილობამდე აღმასკომი ერთხელაც შეიკრიბება...

- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ. ბოლო პერიოდში გახშირდა ფეხბურთელების საჯარო დაპირისპირება მთავარ მწვრთნელთან...
- ასეთი საჯარო დაპირისპირებები სასიამოვნო არ არის. ისე არ მსურს გამოვიდეს, რომ ამაზე საუბარს თავს ვარიდებ, მაგრამ ფედერაცია ნაკრების მწვრთნელისა და ფეხბურთელების ურთიერთობაში ვერ ჩაერევა. ასეთ საკითხებში მონაწილეობა შეზღუდული აქვს.

სამწუხაროა, რაც მოხდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
რევაზ არველაძე: ქართულ ფეხბურთს ყველგან უჭირს

განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?

თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
მკითხველის კომენტარები / 5 /
რეზი! დაგვანებე თავი! შეგვეშვი! ნუ გვაზიზღებ შენს გამო შოთისაც! დაგვეხსენი მოუშორებელო ჭირო!!!!
Burton
22:07 29-05-2012
0
ყოვლისმომცველი და ამომწურავი პასუხებია,რას ვერჩით,ვინმეს,ამის თამადობით,შუბლის ძარღვი აქვს ფედერაციაში ნეტა?
tazo
21:19 29-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული