ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი

AutoSharing Option
სანამ თემურ ქეცბაია იქნება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი, ლევან ყენია ნაკრებში არ ითამაშებს - ეს ინფორმაცია 25 მაისს შევიტყვეთ და რა თქმა უნდა, ყენიას გერმანიაში დავუკავშირდით.

გელზენკირხენის "შალკეს" ყოფილმა ფეხბურთელმა ეს ცნობა დაგვიდასტურა...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, დახმარებას ველოდი და ისე გამოვიდა, რომ ხელი მკრეს. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ გვერდში დამდგომოდნენ და ბოლო 15-20 წუთი მეთამაშა?!

- მძიმე პერიოდი გადაიტანე და ახალ გუნდში გადასავლელად ემზადები, ნაკრებში რამდენიმე წუთით თამაში სამომავლო ტრანსფერში დაგეხმარებოდა - ალბათ, ამას გულისხმობ...
- არამხოლოდ ახალ გუნდში
გადასვლაშია საქმე. პირველი ნაკრების გარდა ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელად ვითვლები. არასდროს არაფერი მითაკილია, საქართველოს ნებისმიერ ნაკრებში მთელი სულითა და გულით ვთამაშობდი და ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ რაც შეიძლება მალე აღვიდგინო ფორმა.

თემურ ქეცბაიას უთქვამს, ყენიას ფეხი ტკიოდა და მაგიტომ არ ვათამაშეო. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

- იქნებ მწვრთნელმა მატჩის მსვლელობის გამო არ ჩათვალა საჭიროდ შენი მოედანზე შეშვება...
- ანგარიში ჩვენ რომ წაგვეყვანა, რა თქმა უნდა, სულ სხვა ვითარება იქნებოდა. როცა ამხანაგურ შეხვედრაში უკვე 1:3-ს ვმარცხდებით, მაშინ მგონი შესაძლებელი იყო ჩემი მოედანზე შესვლა. ბოლოს და ბოლოს ვაგებდით და შეტევის გაძლიერება გვმართებდა.

ნაკრებში 15 წლის ასაკიდან ვთამაშობ და თავი არასდროს არ დამიზოგავს...

- თამაშის წინ თემურ ქეცბაისთან ხომ არ გქონდა საუბარი ამ თემაზე?
- ქეცბაიამ თამაშის წინ მითხრა, მზად არ ხარ, ფეხი გტკივაო. ქეცბაია ამხელა მწვრთნელია, კარგ და სერიოზულ გუნდებში უმუშავია და მისგან ასეთ პოზიციას არ ველოდი.

ტრავმიანობის გამო ორი წელი და ხუთი თვე გამიცდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა წნეხის გადატანა მომიხდა ფსიქოლოგიურადაც.

გერმანელი ექიმებიც სულ მამხნევებდნენ, თავდაჯერებას მმატებდნენ და მეუბნებოდნენ, უკვე ყველაფერი კარგად არისო, ქეცბაიამ კი პირიქით...

ისიც კი ვიფიქრე, მართლა ცუდად ხომ არ მაქვს ფეხი და საკუთარ თავს ხომ არ ვატყუებ-მეთქი.

- როგორც უნდა იყოს, მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის ათამაშებს...
- შესაძლოა, არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ რა ვქნა, რაც მოხდა იმაზე თვალს ვერ დავხუჭავ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს
ლევან ყენიას სანახავად ავსტრიაში რომის "ლაციოს" სკაუტები ჩადიან
საქართველო-თურქეთი 1:3 - მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს
მკითხველის კომენტარები / 13 /
ქეცბაიას ვეთანხმები კიდევ უფრო მეტი სიმკაცრეა ნაკრებში საჭირო და არააქვს მნიშვნელობა ყენიას არ ათამაშებს თუ გოგუას...ნაკრებს ყველამ პატივი უნდა სცეს ესეთი სიტუაცია რომარის იმიტომაა ერთხელაც რო ვერ გავედით ჯგუფიდან...გადავხედოთ სხვა ნაკრებებს მათზე უფრო სახელოვანი ფეხბურთელები არ მიყავთ ევროპაზე და მსოფლიოზე...
david silva
13:36 08-07-2012
0
ქეცბაიას არ ვამართლებ, მაგრამ მგონია სწორად მოიქცა. ქართველ ფეხბურთელებს მეტი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი მაერთებთ. ერთი-ორი ფეხბურთელი ამინდს ვერ შექმნის ნაკრებში, ამ გაპიარებულმა ახალგაზრდებმა სერიოზული ვარაფერი შეძლეს, სულ ერთი რამ გვესმის: "მაგრები არიან ეს ბიჭებიო" რეალური შედეგი კი არ ჩანს.
Qomagi
23:42 31-05-2012
0

სიახლეები პოპულარული