სკანდალის გაგრძელება: წარმოადგენს ილია კოკაია დოკუმენტებს, თუ ბოდიშს მოიხდის?

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, აღმასკომის მორიგი სხდომა 4 ივნისს გაიმართება.

ერთი კვირის წინ ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ აღმასკომზე განაცხადა, სხდომაზე დასმულ და პასუხგაუცემელ საკითხებთან დაკავშირებით კვლავაც იმსჯელებდნენ.

უპირველესად, ლაპარაკია "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას განცხადებაზე. როგორც ცნობილია, მან საჯაროდ განაცხადა, რომ მარტვილის "მერანისა" და რუსთავის "მეტალურგის" შეხვედრა გარიგებული იყო.

როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული მზადდება, რადგან კოკაიას ბრალდების დამტკიცება ან ბოდიშის მოხდა მოუწევს. მას წინა აღმასკომზეც მიმართეს, რომ ბრალდება უახლოეს პერიოდში დოკუმენტალურად დაემტკიცებინა.

თუმცა, გაუგებარია, რატომ სთხოვენ პასუხს მხოლოდ "ზესტაფონის" პრეზიდენტს, როდესაც
მსგავსი განცხადებები ადრეც და შემდეგაც ბევრი სხვა კლუბის წარმომადგენელს წამოსცდენია თუ შეგნებულად უთქვამს? ან რატომ არ სურთ აღმასკომის წევრებს თავის შეწუხება და იმის დადგენა, რა ალაპარაკებდათ კოკაიასა და სხვებს, რატომ იტკიებდნენ აუტკივარ თავს?

სკანდალური თემების გარდა, აღმასკომზე 2012-13 წლების ლიცენზირების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.

წარმოადგენს ილია კოკაია დოკუმენტებს? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ილია კოკაია: "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე მოსაკვეთია!

ბუბა ტყავაძე ჩემპიონს არ ცნობს და ილია კოკაიას ძველ ამბებს უხსენებს!


ჩემპიონი "ზესტაფონია", მაგრამ ამ საქმეს ბოდიში არ უშველის
მკითხველის კომენტარები / 3 /
კოკაია თავი არ შეირცხვინო და უკან არ დაიხიო. ერთხელ ცხოვრობს კაცი და ერთხელ კვდება. იცოდე ხალხი დაგაფასებს თუ უკან არ დაიხევ.
kolxi
22:43 30-05-2012
0
ვინმეს თუ ეჭვი ეპარება რომ საქართველოში თამაშები იყიდება და განსაკუთრებით სწორედ ეგ თამაში იყო საეჭვო მაშინ ის უბრალო აზრზე არა არის ფეხბურთის ან არ უნდა დაინახოს.
zzzzzzzzzzzzzzaaaaaa
22:36 30-05-2012
0

სიახლეები პოპულარული