ფოტო კომენტარით: მერაბ ჟორდანია, დიდიე დროგბა და რომან აბრამოვიჩი

AutoSharing Option
19 მაისს მიუნხენში ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩამდე "ჩელსის" ყველაფერი ჰქონდა მოგებული ჩემპიონთა ლიგის გარდა. იმ დღეს კი ეს ოცნებაც აისრულა "ბაიერნის" ძლევის შემდეგ.

ბუნებრივია, "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი სიხარულით ცას ეწია, აცრემლდა კიდეც.

ამ დიდ საფეხბურთო ზეიმს მერაბ ჟორდანიაც ესწრებოდა. მისმა "ვიტესმა" ხომ 10 წლიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად მოიპოვა ევროპალიგის თასზე გასვლის უფლება.

ვუსურვოთ წარმატება, მით უფრო, რომ ჟორდანიას "ვიტესში" სამი ქართველი თამაშობს - გიორგი კაშია (კაპიტანი), ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წევრები - ვალერი
ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი კაშია კი არა გურამ კაშია :)
irakli
15:02 03-06-2012
0
ვაა, ასეთი სიტყვა თუ არსებობდა ქართულში არ ვიცოდი - აცრემლდა.
odala
20:09 03-06-2012
0

სიახლეები პოპულარული