საქართველო და აზერბაიჯანი ევრო 2020-ის მასპინძლობის განაცხადზე მუშაობას იწყებენ

AutoSharing Option
1 ივნისს ბათუმში საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის განაცხადთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავენ.

როგორც www.trend.az-ს სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა, პრესკონფერენციაზე ორი მეზობელი ქვეყნის ერთიან მოსამზადებელ პროგრამას წარმოადგენენ.

მისივე თქმით, ერთი თვის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისია შეიქმნება, რომელიც ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე იმუშავებს.

"ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მოთხოვნების ჩამონათვალი უკვე მივიღეთ და ახლა უკვე კომისია კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებს: როგორი სტადიონები, სასტუმროები, ინფრასტრუქტურა დაგვჭირდება ევრო 2020-ის მისაღებად.

ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნ
ი იმისთვის, რათა ევროპის
ჩემპიონატის მასპინძ
ლობის უფლება დავიმსახუროთ", - განაცხადა სიჭინავამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული