როგორც www.trend.az-ს სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა, პრესკონფერენციაზე ორი მეზობელი ქვეყნის ერთიან მოსამზადებელ პროგრამას წარმოადგენენ.
მისივე თქმით, ერთი თვის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისია შეიქმნება, რომელიც ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე იმუშავებს.
"ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მოთხოვნების ჩამონათვალი უკვე მივიღეთ და ახლა უკვე კომისია კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებს: როგორი სტადიონები, სასტუმროები, ინფრასტრუქტურა დაგვჭირდება ევრო 2020-ის მისაღებად.
ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი იმისთვის, რათა ევროპის