საქართველო-აზერბაიჯანმა ბათუმში ევრო 2020-ის მასპინძლობაზე იმსჯელა

AutoSharing Option
საქართველოს და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებმა ევროპის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით ბათუმში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აღნიშნავს, დიდი შანსია, უეფას 2020 წლის ჩემპიონატი საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩატარდეს.

"ჩვენ გვაქვს 10 დღე მიცემული ჩვენი გენერალური მდივნებისთვის, რომლებმაც უნდა ჩამოაყალიბონ მთელი რიგი საკითხები. ისინი იმუშავებენ ჩემპიონატის ლოგოსა და სლოგანის დამზადებაზე  და ყველა სახის საორგანიზაციო საკითხზე და 30 ივნისამდე მოამზადებენ უეფაში შესატან ერთობლივ განაცხადს.

ვფიქრობთ, ყველა კონკურენტია - როგორც თურქეთი, ასევე შოტლანდია-უელსი-ირლანდია, იმიტომ, რომ მათ
აქვთ უფრო მეტი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა"
, - აღნიშნა სიჭინავამ.

"ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რომელ ქალაქებში შეიძლება ჩატარდეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩები.

ჩვენთვის ახლა პრიორიტეტულია, განვსაზღვროთ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და დავაკმაყოფილოთ უეფას და ფიფას მოთხოვნები ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მხრივ.

ივნისის ბოლოს უკვე გაირკვევა ორივე მხარის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და ეტაპო
ბრივად შევუდგებით ახალ საორგანიზაციო საკითხებს", - განაცხადა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა.

ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ევრო 2020-ის ერთობლივად მასპინძლობის სურვილს სახელმწიფოებისგან მხარდაჭერა აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ
UEFA: ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებელი მოთხოვნები

რა ჯდება ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მომზადება

კახა კალაძე: ევრო 2020-ის მასპინძლობის საკითხი არასერიოზულია!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხარაგაულშიც შეიზლება.D.D.D,დომენტია აურიე?
arti
22:55 01-06-2012
0

სიახლეები პოპულარული