"ზესტაფონი" მზადებას ჯერ საკუთარ ბაზაზე, შემდეგ კი ავსტრიაში გაივლის

AutoSharing Option
მომავალი სეზონისთვის მზადებას "ზესტაფონი" 11 ივნისს შეუდგება.

საქართველოს ჩემპიონები სამზადისის პირველ ეტაპს ზესტაფონში, საკუთარ ბაზაზე გაივლიან, 25 ივნისს კი შეკრების ჩასატარებლად ავსტრიაში გაემგზავრებიან.

მანამდე კი, სავარაუდოდ, "ზესტაფონს" საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასითა და მედლებით დააჯილდოვებენ.

გუნდის ახალწვეულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. "ზესტაფონი" ჯერ ოფიციალურად არავის დაუტოვებია, მაგრამ გუნდიდან წასვლის რეალურ კანდიდატებად რატი წინამძღვრიშვილი და შოთა გრიგალაშვილი სახელდებიან.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზესტა უნდა გაძლიერდეს ეს ყველა რგოლში უნდა მოხდეს
dato
12:41 04-06-2012
0

სიახლეები პოპულარული