სავარაუდოდ, "ტორპედოში" დაბრუნდება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური, რომელიც პოლონურ "იაგელონიაში" ერთწლიანი იჯარით თამაშობდა.
პოლონური კლუბის თავკაცებს ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერის გამოსყიდვა სურდათ, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებაც დაიწყეს, მაგრამ გიგაურის თქმით, "ტორპედომ" მისი დაბრუნება გადაწყვიტა.
გიგაურის გარდა, ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს ფოთის "კოლხეთის" შემტევი ნახევარმცველის, დათა სიჭინავასა და რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველის, ზაზა ჭელიძის დაბრუნება სურს.
ტორპედოში მატებაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე
ქუთაისის "ტორპედომ" ევროპალიგისთვის მზადება დაიწყო
მერაბ გიგაური: პოლონეთში მირჩევია
მერაბ გიგაური: პოლონეთში ყველაფერი მახარებს, თამაშიც და ხალხიც