კახა კაჭარავა: თბილისის "დინამოში" მწვრთნელს დრო უნდა მისცენ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა (1994 წელს დაბადებულები) მზადება უკვე დაიწყო და რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ეს ის გუნდია, რომელიც მალე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების სტატუსს მიიღებს და შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ითამაშებს.

ამ ნაკრებს კახა კაჭარავა ხელმძღვანელობს, რომელიც 6 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩს ესწრებოდა - პირველი ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ოთხი ნაკრები შეიქმნა და ერთმანეთში ითამაშეს.

სელექციის მხრივ, მართლაც საინტერესო ტურნირი იყო. რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა, უმაღლესი ლიგის წამყვან გუნდებში თამაშზე თავისუფლად რომ განაცხადებდა პრეტენზიას.

კაჭა
რავასთან საუბარი იმით დავიწყეთ, თუ, ზოგადად, რა ვითარებაა იმ ასაკის ფეხბურთელებში, მას რომ უწევს მუშაობა.

- ქართულ ფეხბურთს პრობლემები არ აკლია. როცა ეს ნაკრები ჩაიბარეთ, ალბათ, კიდევ უფრო კარგად დაინახეთ, თუ სად არის მთავარი ხარვეზი...
- ყველაზე დიდი პრობლემა ტაქტიკურად გამართული თამაშის მიღწევაა. რამდენიმე ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ და ამ მხრივ ბევრი ხარვეზი დავინახე. პრობლემაა ფიზიკური მომზადებაც. ამ საკითხის გადაჭრას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.

საქართველოს უმაღლეს ლიგაში 3-4 გუნდს თუ ჰყავს ფიზმომზადების მწვრთნელი. არადა, პირველი ლიგის ყველა გუნდშიც უნდა იყოს ასეთი სპეციალისტი.

- უახლოესი შეკრება როდის გექნებათ?
- ივლისის ბოლოს ბელარუსში წავალთ, 22 და 26 ივლისს, შესაბამისად, ბელარუსის და ისრაელის ნაკრებებს შევხვდებით.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დარჩენილი დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ. შესარჩევი ეტაპის ჯგუფში პირველი მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირი ხორვატიაში გაიმართება. მასპინძლების გარდა, ჩვენი მეტოქეები ისლანდია და აზერბაიჯანი იქნებიან.

საკმაოდ რთული ჯგუფია, ხელწამოსაკრავი არავინაა, ისლანდიამ ხომ წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა.

- საქართველოს იმ 19-წლამდელთა ნაკრებიდან თუ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას, ახლა
ხან რომ ითამაშეს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდზე? არის იმის საშუალებაც, რომ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრებიდანაც აიყვანოთ ფეხბურთელები...
- თუ რომელიმე რგოლის ასეთნაირად შევსება აუცილებელი გახდა, არ არის გამორიცხული, რომ მაისურაძის გუნდიდან დავიმატოთ ფეხბურთელები. შესაძლოა, ოთარ კორღალიძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრებიდანაც ავიყვანოთ მოთამაშეები: სანდოხაძე, სამუშია... სასიხარულოა, რომ ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა ნიჭიერმა თავდამსხმელმა არაბულმა. ერთი სიტყვით, სელექციის პროცესი მიმდინარეობს.

- შეიძლება ითქვას, რომ ნაკრების ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია?
- ამ ნაკრებში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უკვე თამაშობენ უმაღლეს ლიგაში, მაგალითად, ენდელაძე - "ბაიაში", სამუშია - "ზესტაფონში", ფანცულაია - "ტორპედოში"...

- სანამ ნაკრების მწვრთნელად დაგნიშნავდნენ, თბილისის "დინამოს" თავკაცობდით. ახლა, ალბათ, უფრო თავისუფლად შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდებოდა "დინამოში"...
- ჩემპიონობა ვერ მოვიპოვეთ. შემდეგ "დინამოში" ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა და თავისი სამწვრთნელო გუნდი მოიყვანა. მეც "დინამოდან" წამოსვლა მომიწია. ვფიქრობ, ამით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

- იყო თბილისის "დინამოს" მწვრთნელი - ეს, ალბათ, ისეთი თანამდებობაა, თავისი სპეციფიკა რომ აქვს - რა არის ეს სპეციფიკა?
- მწვრთნელს დრო უნდა მისცენ. ერთ-ორ დღეში გუნდი არ კეთდება, პროგრამა მინიმუმ ორი ან სამწლიანი უნდა იყოს და აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა კეთდებოდეს.

ფაქტია, რომ სწორედ "დინამოში" დაწინაურდნენ მათე ვაწაძე, სანდრო კობახიძე, გიორგი ლორია...

ხორვატიამდე დარჩა ხუთი თვე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოაშორეთ გარსია ნახევარი გუნდრი ტრამვირებული ჩამოვიდა ესპანეთიდან, ტიპი რბილი იყო და შეჩვეული ბავშვებთან ურთიერთობას და 1 გუნდი სახუმარო არ არის.
Alex
18:08 08-06-2012
0
ლაშა ბიზნესთან თუ გაქვთ შეხება გეცოდინებათ რომ არის მოკლე ვადიანი და გრძელ ვადიან დაგეგმარება, ასევე როდესაც აკეთებ ინვესტიციას დროის რაღაც მონაკვეთში ჩნდება ინვესტიცია სწორად განახორციელე თუ არა, ჩემი პირადი აზრით ზოგადა შეცდომა იყო გარსიას ჩამოყვანა რადგან მას სერიოზული ბექგროუნდი არ აქვს.და ბიზნესის კუთხით როდესაც შედეგი არ მოაქვს ინვესტირებას დროზე უნდა გაჩერდე რაც ჩემი გადმოსახედიდად გააკეთა ფიფიამ. და თუ სხვა სტატიებიც გაქვთ წაკითხული შეამჩნევდით რომ დინამოზე საკმაოდ დიდი ცვლილებები მოხდა როგორც ტოპ მენეჯმენტში ასევე უახლოეს მომავალში გუნდში.თქვენ ალბათ ფეხბურთში სპეციალისტი ბრძანდებით? მე ბიზნესში და ბისნესის კუთხით გეტყვით რომ ეს საქციელი უცოდინრის საქციელი არ არის, ეს სწორი გადაწყვეტილებაა!!!
დათო
17:34 08-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული