ევრო 2012. პროგნოზები. გია გურული: საფრანგეთი თითქოს ჩრდილშია მოქცეული...

AutoSharing Option
8 ივნისს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი იწყება და ალბათ, ყველას ჰყავს შეგულებული ფავორიტი გუნდი.

ამ ყოველივეზე აზრის გამოთქმა ვეტერან ფეხბურთელებს ვთხოვეთ.

გია გურული:
"2004 წელს საბერძნეთის ნაკრები რომ გახდა ჩემპიონი, ხელი იმანაც შეუწყო, რომ ელიტური ნაკრებებისგან განსხვავებით, უფრო დასვენებული ფეხბურთელები ჰყავდა.

ვინც უფრო დასვენებული იქნება და შესაბამისად, ვისაც მეტი ძალა ექნება დარჩენილი სეზონის შემდეგ, უპირატესობაც მისკენ იქნება.

როცა ფავორიტებზე ლაპარაკობენ, საფრანგეთის ნაკრები თითქოს ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ მგონია, რომ ეს გუნდი რაღაცას მოახერხებს".

პროგნოზები, პროგნოზები... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ასევე იხილეთ:
Time Line: ჩვენც გვინდა ევროპა!

ალექსანდრე ჩივაძე: ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი მაინც ესპანეთია

კახა კაჭარავა: ლორან ბლანი მიხვდა, რა სჭირდებოდა საფრანგეთს

ოთარ გაბელია: ჩემპიონი იტალია გახდება, ან ესპანეთი

სოსო ჭედია: გერმანიისგან ჩემპიონობა არ უნდა გაგვიკვირდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული