ლვოვის "კარპატის" სანდრო გურული უკან მიჰყავს?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ გორის "დილა" რამდენიმე ფეხბურთელს შეელეოდა. ჩვენი ინფორმაციით, გუნდიდან უკვე გაუშვეს ადგილობრივი მოთამაშეები - გიორგი ქარქუზაშვილი, პავლე ხორგუაშვილი, ნოდარ ნოზაძე.

ადგილობრივებიდან მხოლოდ რომან ახალკაცი და რომან გოგინაშვილი დატოვეს.

გუნდის დირექტორმა, ზურაბ დალაქიშვილმა გვითხრა, რომ შესაძლოა, სანდრო გურულმა "დილა" დატოვოს:

"ივნისის ბოლომდე გურული ჩვენს განკარგულებაშია, მაგრამ მისი ტრანსფერი დღემდე ლვოვის "კარპატის" ეკუთვნის. უკრაინელებს კი იჯარის გაგრძელება აღარ სურთ. ასე რომ, ამ საკითხზე უკრაინელებთან მოლაპარაკებაა საჭირო".

დალაქიშვილმა სხვა საინტერესო სიახლეც გვითხრა:

"საკითხი უკვე გადაწყდა: სალუქვაძე, ილურიძე, არზიანი, ხოჯავა და ვაწაძე ჩვენთან ითამაშებენ. მათ ახლახან "დილასთან" ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმეს. ველოდებით მარინ სკენდერს და 90 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ხორვატი მეკარე მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს და ახალ ხელშეკრულებას 0,6+0,6-სისტემით გააფორმებს".

დაბოლოს, კიდევ ერთ საკადრო ცვლილებაზეც: "დილას" პრესატაშედ სპორტული ჟურნალისტი მიხეილ ჯორბენაძე დაინიშნა; ამავდროულად, კლუბში რჩება მისი წინამორბედი ზურაბ კარტოზია.

კარპატი გურულს იბრუნებს? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული