"პალიტრა მედიის" გამოცემა "ლელოს" სტუმარი დღეს საქართველოს ნაკრების წევრი ალექსანდრე იაშვილი იყო. მასთან ვრცელ ინტერვიუს მკითხველი "ლელოს" 11 ივნისის ნომერში წაიკითხავს.
როგორც "ლელოს" რედაქტორის მოადგილე გია ტუხაშვილი აცხადებს, ინტერვიუ იაშვილის ახალ გუნდ "ბოხუმში" გადასვლას და ზოგადად მის წარმატებულ საფეხბურთო კარიერას შეეხება.
ტუხაშვლის თქმით, იაშვილმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ არ გამოიძახეს საქართველოს ნაკრების ამხანაგურ მატჩებზე.
ტუხაშვილის განმარტებით, ცნობილ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერას ერთი თვის განმავლობაში "ლელოში" ყოველ კვირას გეგმავენ. ერთი თვის
სპორტსმენებთან შეხვედრაზე დასწრება სხვა სპორტული გამოცემების ჟურნალისტებსაც შეეძლებათ.