"გაგრადან" ლიდერები მიდიან

AutoSharing Option
მომავალი სეზონიდან პირველ ლიგაში დაქვეითებული "გაგრა" განახლებული შემადგენლობით ითამაშებს.

ცნობილია, რომ ტრავმამოშუშებული კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილი ახალი სეზონისთვის ლუცკის "ვოლინში" მოემზადება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ნიკა ჯიშკარიანი კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს.

გუნდის იურისტის, მიხეილ აფხაზავას თქმით, "გაგრა" ნახევარმცველმა გიორგი ყურულაშვილმა და თავდამსხმელმა შალვა კვანტალიანმა დატოვეს - მათ კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

გაგრას" მარჯვენა მცველი ირაკლი ხუციძე კი ერთი კვირაა, ამერიკის მეიჯორ ლიგის "კოლამბუს ქრიუში" ვარჯიშობს.

"ჩაირიცხება თუ არა ირაკლი ამერიკულ კლუბში, ეს "კოლამბუს ქრიუსა" და "ნიუ ენგლანდის" ამხანაგური მატჩის შემდეგ
გაირკვევა.

უფრო სწორა
დ, თუ ამერიკელებმა მისი დატოვება გადაწყვიტეს, ტრანსფერზე მოლაპარაკებას ამის შემდეგ დავიწყებთ", - ამბობს აფხაზავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილამ" ნიკოლოზ ჯიშკარიანი დაიმატა

გიორგი ტყეშელაშვილი ლუცკის "ვოლინში" დაიწყებს

ირაკლი ხუციძე მეიჯორ ლიგაში ითამაშებს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული