"ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.
ეს ქუთაისელ გულშემატკივრებთან შეხვედრაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა.
ფეხბურთელს "ტორპედოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა, კარიერის სხვაგან გაგრძელება სურდა და საკმაოდ ბევრი ვარიანტიც ჰქონდა - 21 წლის ნახევარმცველს ლვოვის "კარპატი" და უჟგოროდის "ზაკარპატიე" იწვევდნენ, მაგრამ მან საბოლოოდ არჩევანი თბილისელთა სასარგებლოდ გააკეთა.
თორნიკე "დინამოსთან" კონტრაქტს რამდენიმე დღეში გააფორმებს და ხელშეკრულება, სავარაუდოდ, სამწლიანი იქნება.
თარხნიშვილი დინამოში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე თარხნიშვილი: პოლონეთი? ჯერ მხოლოდ "ტორპედოზე" ვფიქრობ
10:36 12-06-2012
თორნიკე თარხნიშვილმა უკრაინას თბილისის "დინამო" ამჯობინა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული