თბილისის "დინამო" ირჟი ჰომოლას დაემშვიდობა

AutoSharing Option
ვინ ითამაშებს ახალი სეზონიდან მამა-შვილი უჰრინების გუნდში, ამას თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ არ ახმოვანებს. ხოლო ლაპარაკი ფეხბურთელთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის გაშვებაზე ჯერჯერობით არ დასტურდება.

ოფიციალური კომენტარი მხოლოდ ირჟი ჰომოლაზე გაკეთდა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის "დინამო" ჩეხ ლეგიონერს დაემშვიდობა.

32 წლის ცენტრალურ მცველს, რომელსაც ტრავმის გამო გასული სეზონის მეორე ნახევარი გაუცდა, კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ახალი კი არ შეუთავაზებიათ და შეუძლია ახალი კლუბი მოძებნოს.

ჰომოლამ "დინამოში" სადებიუტო შეხვედრა 2011 წლის 13 თებერვალს გამართა, სულ კი "დინამოს" მაისურა 35 შეხვედრაში მოირგო.

ჩვენი
ინფორმაციით, ჩისკოს გარდა, "დინამოს" სხვა ესპანელი ლეგიონერების დატოვების დიდი სურვილი არ აქვს, მაგრამ ალბერტ იაგუეს, კარლეს კოტოს, ანდრეუსა და მიკელ ალვაროს კონტრაქტები ჯერ არ უმთავრდებათ და წასვლას არ აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული