ქუთაისის "ტორპედო" ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგისთვის მზადებას აგრძელებს. გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა საკუთარ სტადიონზე იმერეთის პირველის ლიგის ნაკრებს ზედიზედ მეორედ უმასპინძლეს და კვლავ გაიმარჯვეს - პირველი 5:3 მოიგეს, ამჯერად კი უფრო სოლიდური ანგარიშით - 6:1.

"ტორპედოს" პრესატაშის, რამაზ ჩხიკვაძის თქმით, წინა თამაშის მსგავსად, გეგუჩაძემ თავის გამოჩენის საშუალება თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა.

პირველი ტაიმი ტორპედოელებმა 2:1 მოიგეს. ანგარიში რევაზ გოცირიძემ გახსნა, ყოფილმა ტორპედოელმა ბექა ბიბილაშვილმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და 0:2 გახდა. ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი იმერეთის ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ბუხაიძემ
"ტორპედოს" ორი მატჩის ჯამში მესამე გოლი გაუტანა - 2:1.

მეორე ტაიმში "ტორპედოს" უპირატესობა გამოიკვეთა და საბოლოოდ ქუთათურებმა 6:1 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, გოლი "ტორპედოში" დაბრუნებულმა მერაბ გიგაურმაც გაიტანა.

ტორპედო-იმერეთის ნაკრები 6:1
გოლები: 1:0 გოცირიძე (11), 2:0 ბიბილაშვილი (30. საკუთარ კარში), 2:1 ბუხაიძე (43), 3:1 ფანცულაია (50), 4:1 კუხიანიძე (57. პენალტით), 5:1 გიგაური (60), 6:1 კუხიანიძე (83).

ტორპედო: მიგინეიშვილი (46. ქვილითაია), ზ. ჭელიძე (46. ფარულავა), გამეზარდაშვილი (46. კვახაძე), რიგვავა (46. ტაბატაძე), გ. გურული (46. შერგელაშვილი), დიღმელაშვილი (46. გიგაური), სიჭინავა (46. ვ. ბოლქვაძე), გ. დათუნაიშვილი (46. ფირცხალავა), დოლიძე (46. ე. გრიგალაშვილი), ტუღუში (46. კუხიანიძე), გოცირიძე (46. ფანცულაია)

14 ივნისს, გამთენიისას კი, გუნდი ავსტრიაში შეკრების გასავლელად თბილისი-სტამბული-მიუნხენის რეისით გაემგზავრა. ავტობუსით ზალცბურგთან მდებარე კურორტ კაპრუნში ჩავა და ოთხვარსკვლავიან სასტუმრო "ტონში" დაბინავდება.

გია გეგუჩაძემ ავსტრიაში 26 ფეხბურთელი წაიყვანა:
მეკარეები: მაქსიმე ქვილითაია, ომარ მიგინეიშვილი, დავით კუპატაძე.
მცველები: დავით გამეზარდაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, დათა რიგვავა, გიორგი გურული, ლაშა შერგელაშვილი, ზაზა ჭელიძე, თემურ ფარულავა, ვაჟა ტაბატაძე.
ნახევარმცველები: დავით დიღმელაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი კუხიანიძე, გრიგოლ დოლიძე, ვალერი ბოლქვაძე, გივი იოსელიანი, დათა სიჭინავა, ნიკა ფირცხალავა, მერაბ გიგაური, ელგუჯა გრიგალაშვილი.
თავდამსხმელები: რევაზ გოცირიძე, ბექა ტუღუში, ნიკა საბანაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, გიორგი ფანცულაია.

ავსტრიაში ქუთაისელები ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავენ: 17 ივნისს ალბანურ "შკენდერბეუს" შეხვდებიან, 21-ში რუმინულ "სტიაუას", 25-ში უკრაინის ჩემპიონ "შახტარს", 28 ივნისს კი კიევის "დინამოსა" და ბუქარესტის "დინამოს" შორის ერთ-ერთს დაუპირისპირდება.

ტორპედომ რეგიონს მეორედაც აჯობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: ყოველ წელს უკეთესი შედეგის მიღწევის პრეტენზია გამაჩნია

ქუთაისის "ტორპედომ" პოლონელებს მერაბ გიგაური არ დაანება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული