გიორგი სეთურიძემ დონეცკის "მეტალურგს" თბილისის "დინამო" ამჯობინა

AutoSharing Option
ამას წინათ ვწერდით, რომ თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი თორნიკე თარხნიშვილი გადაიბირა.

ცხადია, ეს არაა თბილისის "დინამოს" ერთადერთი შენაძენი - შევიტყვეთ და შემდეგ გადავამოწმეთ, რომ თბილისურ კლუბში კარიერას რუსთავის "მეტალურგის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სეთურიძეც გააგრძელებს.

27 წლის ნახევარმცველს აქამდე 8 გუნდში უთამაშია: "მცხეთაში" (2003-04), თბილისის "ლოკომოტივში" (2004-06), ბათუმის "დინამოში" (2006), რუსთავის "ოლიმპში" (შემდგომ "მეტალურგში", 2006-07, 2008-09, 2011-12), იენის "კარლ ცაისში" (2007-08), სუმგაითის "სტანდარდში" (2009-10), "განჯაში" (2010-11), ქუთაისის "ტორპედოში" (2011), საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი
5 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფეხბურთელს "მეტალურგთან" კონტრაქტი დაუსრულდა და კარიერის გაგრძელებას უკრაინაში, დონეცკის "მეტალურგში" სთავაზობდნენ, მაგრამ იქ სინჯებზე უნდა წასულიყო და თბილისის "დინამოსთან" გარანტირებული კონტრაქტი ამჯობინა.

სეთურიძემ "დინამოსთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა - ხელშეკრულება ორ წელზეა გათვლილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული