კახა კალაძე: საქართველოს შსს-მ იტალიაში წარმომადგენელი ტყუილად გაგზავნა

AutoSharing Option
კახა კალაძე ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ახალ ტალღაზე საუბრობს.

კალაძემ განცხადება facebook-ის მეშვეობით გაავრცელა.

როგორც კალაძე დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ხელისუფლება ტყუილად ხარჯავს დროს, ენერგიასა და ფინანსებს.

"ბოლო თვეების მანძილზე ხელისუფლებისგან მართული ჯიბის ტელევიზიებით, ჩემი მისამართით წამოვიდა შავი პიარის უზარმაზარი ტალღა.

მართალია, ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, თუმცა თავიდანვე მათ გასაგონად ვაცხადებდი, რომ პატიოსნად ვცხოვრობდი და ტყუილად ხარჯავდნენ დროს, ენერგიას და ფინანსებს",
- აცხადებს კალაძე.

კახა კალაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომ ხელისუფლება შავი პიარის ახალი ტალღის აგორებას გეგმავს
და ამისათვის იტალიაში შსს-ს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა მივლინებული. კალაძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მცდელობა უშედეგოა, რადგან მას სუფთა წარსული აქვს.

"როგორც გავარკვიე, ამჯერად ხელისუფლებაში აპირებენ სიცრუის მანქანის ახლებურად დაქოქვას და ამისთვის შსს-ს უკვე მივლინებული ჰყავდა თავისი წარმომადგენელი იტალიაში.

მინდა, აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების გასაგონად კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავიმეორო, რომ ჩემი წარსული არის სუფთა და თქვენს მიერ მოგონილი ბინძური ცილისწამების ჭიქაში ატეხილი
ქარიშხლის არავის სჯერა.

საქართველოს მოსახლეობის ბრძოლა დემოკრატიისათვის, ქვეყნის ნათელი მომავლისა და ერთიანობისათვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. სულ მალე "ქართული ოცნება" აუცილებლად ახდება და ამას ვერანაირი შანტაჟით, პროვოკაციებით და ცილისწამებებით ვერ შეაჩერებთ",
- აღნიშნავს კახა კალაძე.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:
კახა კალაძე: მზად ვარ, იტალიაში ჩავფრინდე და ჩვენება მივცე

ოთარ ჩრდილელი: ნარკოტრეფიკთან კახა კალაძის დაკავშირება შავი პიარია

იტალიური პოლიცია კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავს
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვანო მერაბიშვილო, შეცდომას უშვებ რომ საქართველოს საამაყო სპორტსმენს, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონს ცდილობ ძირი გამოუთხარო. არასწორი სვლა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ეს ის შსს სამინისტრო არის რომელიც ხალხის ფულით, და გაურკვევლი რაოდენობის თანხებით, ცდილობს წინასაარჩევნოდ მოისყიდოს გორელი გულშემატკივარი და მსაჯებს ავალებს დილას დახმარებას. გამოსაძიებელი არის ივანე მერაბიშვილი და მისი კრიმინალური ჯგუფის წევრები, რომლებიც ქართულ პოლიციას უტეხავენ სახელს.
უძლევი
05:23 15-06-2012
0
დააკვირდით ნაცების ყოველ საქციელს! ისინი ყოვის ფეხის ნაბიჯზე წარმოაჩენენ საკუთარ ბინძურ სახეს!!!! ისინი ყველაფერზე მიდიან და ნამუსი არ აწუხებთ. იმდენად ბნელები არიან, რომ ჰგონიათ ყველა მათსავით გარყვნილია! ბლეყეიების ხელისუფლების მომავალი ჯოჯოხეთია!!!!
Shoda
19:02 14-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული