ჯონი ჯერემია "გაგრაში" რჩება

AutoSharing Option
ბოლო დროს გავრცელდა ხმები, თითქოს "გაგრას" თავდამსხმელი ჯონი ჯერემია კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებდა.

19 წლის ნიგერიელის ამჟამინდელ კლუბში მოთამაშის წასვლას უარყოფენ, მაგრამ გორელებმა ინტერესი დაადასტურეს.

ეს ლაპარაკი მიჩუმებული იყო, მაგრამ გორელთა ავსტრიაში გამგზავრებამდე ხელახალი ძალით აგორდა.

თუმცა "გაგრას" მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ ეს ტრანსფერი კატეგორიულად გამორიცხა:

"არ დაიჯეროთ, ჯერემია ჩვენთან არის და "დილაში" არ მიდის.

ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად ჩვენთან არავინ მოსულა, ტრანსფერზე არ შევთანხმებულვართ და ფეხბურთელი ჩუმად ვერ გადაიპარებოდა.

ახლა ჯერემია შვებულებაშია და ვარჯიშს ჩვენთან ერთად დაიწყებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ასევე იხილეთ:
"გაგრადან" ლიდერები მიდიან

"გაგრა" ნიგერიელებით ძლიერდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული