სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელებს ინტენსიურად დააკვირდება და გაარკვევს, ვინ არის მზად მთავარ გუნდში სათამაშოდ.
მცხეთაშივე მერაბ კოჭლაშვილის გუნდი რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს.
დღის წესრიგშია უცხოური შეკრების მოწყობაც. "ვიტ ჯორჯია", სავარაუდოდ, ისევ თურქეთში გაემგზავრება.
როგორც წესი, "ვიტ ჯორჯია" საკუთარ აღზრდილებს ეყრდნობა, მაგრამ ფეხბურთელებს სხვა კლუბებიდანაც იწვევს. ვეტერინარებმა ორი მოთამაშე უკვე დაიმატეს - 22 წლის მცველი ბადრი ტეტუნაშვილი, რომელმაც გასული სეზონი ცხინვალის "სპარტაკში" გაატარა და 20 წლის ნახევარმცველი ირაკლი ღიბრაძე, რომელიც ბოლოს ტყიბულის "მეშახტეს" ღირსებას იცავდა.
სავარაუდოდ, "ვიტ ჯორჯია" ახალ ფეხბურთელებს კიდევ გადაიბირებს. კლუბი, უპირველესად, განაპირა ნახევარმცველების ძიებაშია.
"ვიტ ჯორჯია" ჯერ არავის დაუტოვებია, თუმცა კლუბმა გიორგი ჯანელიძისა და ლაშა კასრაძის თაობაზე წინადადებები უკვე მიიღო და შესაძლოა, ამ ორმა ფეხბურთელმა მალე კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელოს.
ვეტერინართა ორი ახალწვეული (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით