"ბაია" ორი კლუბის ბაზაზე შეიქმნა - "ბაია" და "მგლები". ახალ ზუგდიდურ კლუბში, რომელსაც "ზუგდიდი" ან "ოდიში" დაერქმევა, ალბათ ის ფეხბურთელები ითამაშებენ, "მგლებთან" რომ ჰქონდათ კონტრაქტი.
ერთი სიტყვით, ცოტა არ იყოს, ჩახლართული ამბავია, მაგრამ რაც მთავარია, ზუგდიდს გუნდი ისევ ეყოლება უმაღლეს ლიგაში
და ვინ იქნება ახალი ზუგდიდური გუნდის თავკაცი? ამ თანამდებობაზე ჯერჯერობით ერთი, ალბათ ყველაზე კოლორიტული კანდიდატურა განიხილება - ოთარ გაბელია.
როცა გაბელია ზუგდიდში თამაშობდა, მაშინ გუნდს "დინამო" ერქვა. ეს ძველი, 70-იანი წლების ამბავია, ახლა არა გვგონია, რომ ზუგდიდში" გუნდს ისევ "დინამო" დაარქვან.
თქმა რად უნდა, გაბელია ფეხბურთში მრავლისმნახველი და გამოცდილი კაცია. წინადადება კი მიიღო ზუგდიდან, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, პასუხი ჯერ არ უთქვამს.
ზუგდიდში ჯერაც ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული მთელ რიგ საკითხებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, ფეხბურთელთა რა კონტინგენტი დარჩება იმ ზუგდიდურ გუნდში, უმაღლეს ლიგაში რომ უნდა ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქართული კლუბების გარდა, გაბელიას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიც გაუწვრთნია, საკმაოდ დიდი ხნით მუშაობდა ეროვნულ ნაკრებში მეკარეების მწვრთნელადაც.
გაბელიას ზუგდიდში ელიან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
უმაღლეს ლიგაში "ბაიას" ნაცვლად "ზუგდიდი" ან "ოდიში" ითამაშებს
თავდაცვის სამინისტრო ზუგდიდის "ბაიას" დააფინანსებს?
ოთარ გაბელია: D ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს