დავით ხოჭოლავამ გერმანიაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
ამას წინათ, ხორვატიაში ჩატარებულ ელიტრაუნდის შეხვედრებში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" მცველს იანვარში ესპანურ შეკრებაზე კოჭის იოგები დაუწყდა.

19 წლის ფეხბურთელი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა და მარტის ბოლოს შტუტგარტში ცნობილმა ექიმმა თომას ფრულიხმა ("შტუტგარტისა" და "ჰოფენჰაიმთან" თანამშრომლობს) წარმატებული ოპერაცია გაუკეთა.

ხოჭოლავამ რეაბილიტაციას დროულად გაიარა და უკვე ვარჯიშის უფლებაც დართეს.

"საბედნიეროდ, ფეხი აღარ მაწუხებს, უკვე ერთი კვირაა, ვძუნძულებ და ივლისის ბოლოს, როდესაც "დინამოს" შეკრება
დაიწყება, ალბათ, ბურთით ვარჯიშის უფლებასაც მომცემენ.

იმედია, ჩემპიონატის დაწყებამდე სრულ დატვირთვებზე გადასვლასა და ფორმის აღდგენას მოვახერხებ, სექტემბერში კი თამაშიც უნდა შევძლო",
- გვითხრა ხოჭოლავამ.

ხოჭოლავამ ვარჯიში დაიწყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული