განმუხურში სტადიონს აშენებენ, რომელზეც ახალი ზუგდიდური კლუბი ითამაშებს

AutoSharing Option
ზუგდიდში "გულია თუთბერიძის" სახელობის სტადიონი წარსულს ჩაბარდა. ტერიტორია დადიანების სასახლის დასვენების პარკს შეუერთეს, რომელსაც ისტორიულად ეკუთვნოდა და ახლა პარკის განახლება იგეგმება.

ახალი სტადიონის აშენება ქალაქის ქაღალდკომბინატის ტერიტორიაზე გადაწყდა. იქ 15-ათასიანი არენის მშენებლობა ჯერ კიდევ ოთარ ფაცაციას ხელმძღვანელობის დროს დაიწყო, საფუძველი ჩაყარეს და ტრიბუნების კონსტრუქციებიც წამოჭიმეს, მაგრამ სამოქალაქო ომმა ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცა.

ახლა გუნდი განმუხურის სტადიონზე ითამაშებს, რომელზეც მაისის დასაწყისში ფანტასტიკური ჭორი გავრცელდა, თითქოს საქართველოს თასის ბოლო ფინალის გამართვა სურდათ. მშენებლობა ორ თვის წინ დაიწყეს და მოკლე დროში ბევრი
რამ გააკეთეს.

"მაინტერესებდა, სად მოგვიწევდა თამაში და ახალი სტადიონი მოვინახულე. სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი, ისეთი სოლიდური სპორტული კომპლექსი შენდება.

როდესაც მშენებლობა დასრულდება, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ბაზა გვექნება. ეგაა, ჯერ სტადიონი მხოლოდ 1500 მაყურებელს იტევს, მაგრამ ტრიბუნებს კიდევ აფართოებენ",
- გვითხრა ზუგდიდური კლუბის ფეხბურთელმა ლევან აკობიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ოთარ გაბელიას ახალ ზუგდიდურ კლუბში მთავარ მწვრთნელობას სთავაზობენ
მკითხველის კომენტარები / 4 /
30 ათასიანი მოუხდებოდა ოღონთ არა ხელოვნურსაფარიანი.
ogafa
07:40 17-06-2012
0
ისე ჟურნალისტ სურათEბი რომ გადაგეღო უფრო დავიჯერებდით
irakli1805
20:32 16-06-2012
0

სიახლეები პოპულარული