დავით იმედაშვილს მკურნალობა სჭირდება, გერმანიის საკონსულომ კი ვიზა არ მისცა

AutoSharing Option
დავით იმედაშვილი ლენქორანის "ხაზარში" ორი წლის წინ ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმის გამო აზერბაიჯანში ერთი თვეც არ უთამაშია და კლუბის დატოვებას აპირებდა.

თუმცა 27 წლის უნივერსალ ფეხბურთელს ამბიციურ აზერბაიჯანულ კლუბში დაბრუნება შესთავაზეს.

"ვარჯიში დავიწყე და ლენქორანის "ხაზარმა" ერთწლიანი კონტრაქტი მართლაც შემომთავაზა, მაგრამ სანამ მკურნალობას არ დავასრულებ, ახალ გუნდზე ლაპარაკი ნაადრევია.

მკურნალობის დასრულებას ვერა და ვერ ვახერხებ. ექიმის ნებართვის გარეშე სრულ დატვირთვაზე გადასვლა არ მსურს.

არადა, აპრილში "ბარსელონას" ექიმს კუგატ რამოსს დავუკავშირდი. ეს კაცი "ბარსელონას" მატჩების დროს სათადარიგოთა სკამზე ზის და მისი კვალიფიკაცია
აღიარებულია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მქონდა ცნობა, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში მითამაშია. ლენქორანის "ხაზარმა" დაადასტურა, რომ მკურნალობას მიფინანსებდა, ექიმმა რამოსმა კი მიწვევა გამომიგზავნა და ბარსელონაში 18 აპრილს დამიბარა.

საკონსულოში საკუთარი თვალით ნახეს, პასპორტში 24 ვიზა რომ მაქვს ჩარტყმული, რომ ფეხბურთელი ვარ და არა - ევროპაში დარჩენის მსურველი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, გერმანიის საკონსულოში ვიზა არ ჩამირტყეს. არადა, ექიმმა უკვე მესამედ დამირეკა და ვერ გაიგო, თუ რატომ არ მიშვებენ. მკურნალობა დროულად რომ დამესრულებინა, შესაძლოა, ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშიც დამეწყო.

ახლა კი ყოველი დღე საკონსულოში სირბილით მეწყება. ბარსელონაში 2 ივლისს მელიან და აუცილებლად უნდა ჩავიდე"
, - ამბობს იმედაშვილი.

იმედაშვილს მკურნალობა სჭირდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით იმედაშვილი: თამაში ისე მომენატრა, მოედანზე შევარდნა მინდება ხოლმე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღადაოოოობთ?
imena
23:40 19-06-2012
0

სიახლეები პოპულარული