"ვიტ ჯორჯია" მზადებას თბილისის "დინამოთი" იწყებს

AutoSharing Option
უკვე რამდენიმე დღეა, რაც "ვიტ ჯორჯიამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ უმაღლესლიგელთა უმრავლესობას ჯერ ვარჯიში არ განუახლებია, ვეტერინარებს საკონტროლო მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ.

"ვიტ ჯორჯიას" პირველი სპარინგ-პარტნიორის ვინაობა კი უკვე ცნობილია - 26 ივნისს მერაბ კოჭლაშვილის გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის "დინამოს" შეხვდება.

რაც შეეხება გუნდის ლიდერების, გიორგი ჯანელიძისა და ლაშა კასრაძის სავარაუდო ტრანსფერებს, ამ მხრივ ახალი ჯერ არაფერია, თუმცა კვლავაც არსებობს იმის რეალური შანსი, რომ ორივე მათგანმა კარიერა უკრაინული პრემიერლიგის კლუბებში გააგრძელოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ვიტ ჯორჯია" მზადებას ორი ახალწვეულით იწყებს
გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული